მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა მანუელ ფერნანდეშმა განაცხადა, რომ ლუშ ნანიმ, რომელსაც პრესა აქტიურად უკავშირებს "ფენერბაჰჩეს", უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა თურქეთში გადაბარგება.
ფერნანდეში ბავშვობიდან მეგობრობს პორტუგალიელ ვინგერთან, ასევე მას სამი წელი აქვს გატარებული თურქულ "ბეშიქთაშში", რომელიც "ფენერბაჰჩეს" მსგავსად სტამბულში მდებარეობს.
"ნანიმ ბევრი კითხვა დამისვა სტამბულის შესახებ." - განუცხადა ფერნანდეშმა თურქულ ტელეარხ Lig TV-ს. "მე მას ვუთხარი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ამ ტრანსფერის. მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახლა მხოლოდ ყველაფრის ოფიციალურად დასრულება დარჩა."