"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთლმა ჯესი ლინგარდმა ინგლისის ნაკრებს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე შვედეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.
ლინგარდმა პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ B ჯგუფის მომდევნო შეხვედრაში გარეტ საუთგეითმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მის ნაცვლად "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ალექს პიტჩარდი ათამაშა. თუმცა 55-ე წუთზე ჯესიმ სწორედ "დეზების" მოთამაშე ჩაანაცვლა და მალე ჩეხეთში მატჩის გმირადაც იქცა.
"შვედეთს ფრე სჭირდებოდა, ჩვენ კი გამარჯვება გვინდოდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ კუთხური დაინიშნა, შემდეგ ბურთი მე მომივიდა და რადგანაც თავისუფალი ვიყავი, როგორც კი დავარტყი, მაშინვე ვიცოდი, რომ გავიტანდი.
შენთვის ყოველთვის იცი, დაარტყა თუ ფასი გააკეთო, მაგრამ ამჯერად ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა დამერტყა. კუთხურის ჩაწოდების დროს საჯარიმოში შესვლას ვაპირებდი, მაგრამ ნათან რედმონდმა მირჩია, ადგილზე დავრჩენილიყავი, ამიტომ საგოლე გადაცემა მას ეკუთვნის", - განაცხადა ლინგარდმა მატჩის შემდეგ.