"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ იმედი გამოთქვა, რომ დავიდ დე ხეა ბედნიერი იქნება მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დე ხეამ თანაგუნდელებს უკვე განუცხადა, რომ "რეალში" სურს წასვლა, თუმცა მატას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, არც უარყოფა უცდია.
"დე ხეას შესახებ ბევრი მეკითხება. ის ჩემი მეგობარია და მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ამჟამად დავიდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. პირადად მე ძალიან მინდა, რომ ჩემს გუნდში თამაშობდეს", - განაცხადა მატამ.
ხუანი ფიქრობს, რომ "რეალის" მწვრთნელს ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია და კარიერის საუკეთესო სეზონი სწორედ ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა ჩაატარებინა.
"ბენიტესი "ჩელსიში" მწვრთნიდა და ევროპის ლიგა მოვიგეთ. შესანიშნავი კამპანია გვქონდა, სტატისტიკურად ჩემი საუკეთესო სეზონი. ბენიტესმა იცის, როგორ უნდა მიიღოს ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი და როგორ აიძულოს მათ, საუკეთესო ფეხბურთი აჩვენონ. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი ბენიტესი აღმოჩნდა", - დაასრულა ესპანელმა ნახევარმცველმა.