"მანჩესტერ იუნაიტედს" გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კიდევ ერთ ფეხბურთელს უკავშირებენ.
ლუი ვან გაალს ბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად ჯერომ ბოატენგის შეძენა სურს, მაგრამ შერინ სენლერი, ბოატენგის ტყუპი შვილების დედა, მანჩესტერში თავს კარგად არ გრძნობდა, როცა გერმანელი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი იყო.
შერინს გერმანიაში დაბრუნება სურდა, ბოატენგს კი მარჯვენა მცველად თამაში არ აკმაყოფილებდა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე სურდა თავის გამოჩენა, ამიტომ 10 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ რეკორდმაისტერთა რიგებს მიაშურა.
"იუნაიტედი" კი სწორედ ამ პოზიციაზე სათამაშოდ აპირებს ბოატენგის შეძენას, რომელსაც მატს ჰუმელსისა და ნიკოლას ოტამენდის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.
26-წლის ბოატენგი 20 მლნ. ფუნტად არის შეფასებული და შესაძლოა პეპ გვარდიოლამ მისი გაყიდვა ისურვოს, თუმცა ჯერომის ცოლს გერმანიის დატოვება არც ამჯერად უნდა.