21-06-2015, 15:49
ნანახია: 2865,
კომენტარები: 11
 
"იუნაიტედი" შვაინშტაიგერს 7.5 მილიონად შეიძენს
ბასტიან შვაინშტაიგერი მალე "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.
 
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბასტიან შვაინშტაიგერის 7.5 მილიონ ფუნტად შეძენას მიუახლოვდა.
ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მიუნხენის "ბაიერნში" თავის ყოფილ შეგირდს ამჯერად "ოლდ ტრაფორდზე" გაწვრთნის, ტრანსფერის განხორციელება კი ედ ვუდვორდს ევალება.
გერმანელ ნახევარმცველს, რომელსაც აგვისტოში 31 წელი შეუსრულდება, "ბაიერნთან" მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს კონტრაქტის მიხედვით.
მომდევნო სეზონს კი დიდი ალბათობით "იუნაიტედში" გაატარებს, სადაც გადასვლა "ბაიერნის" ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მატეუსმა ურჩია.
წყარო: 
mirror
  
  
    
  
  
    
  
      
  
      
  
      
  
      
  
  
  
       
    
          
 
  
	ინფორმაცია
	ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.