ჰარი კეინმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ბავშვობიდანვე "ტოტენჰემის" გულშემატკივარია, აცხადებს, რომ "იუნაიტედის" ნახევარმცველისადმი დადებითი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდა.
"ჩემი მოზარდობის პერიოდში მისაბაძი მაგალითი იყო. ბექჰემს ყოველთვის ჰქონდა დრო ხალხისა და გულშემატკივართათვის და მოედანს მიღმა კარგად იქცეოდა.
დიდებული პროფესიონალია და მისი მსგავსი ფეხბურთლებისთვის ყურება მხოლოდ უკეთეს პიროვნებად და მოთამაშედ გაქცევს.
მას შვიდი წლის ასაკში შევხვდი, როცა იმავე სკოლაში მოვიდა "დევიდ ბექჰემის აკადემიის" ფარგლებში, სადაც მე ვსწავლობდი.
მისგან ავტოგრაფი ავიღე, მერე კი ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობის ქვეშ ივარჯიშა და მაშინ ცოტა ვესაუბრე. ძალიან თავმდაბალი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო."