თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2015, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2188,
კომენტარები: 8
კუმანი: "დეპაი თავის გამოჩენას ვერ შეძლებს"
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა თანამემამულეზე ისაუბრა.
კუმანი:
"საუთჰემტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე ლუი ვან გაალი მხოლოდ პერსპექტივაში ხარჯავს ფულს.

გასულ კვირას მემფის დეპაიმ "პსვ ეინდჰოვენიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა საბოლოოდ დაასრულა და 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ "წითელი ეშმაკების" წევრი გახდა.

რონალდ კუმანს ეჭვი ეპარება იმაშიც, რომ მემფისი პირველივე სეზონში შეძლებს მოლოდინის გამართლება.

"ვფიქრობ, "იუნაიტედმა" ძალიან ბევრი გადაიხადა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ 200 მლნ. დახარჯეს ანხელ დი მარიას მსგავსი ფეხბურთელების შეძენაზე, გამოდის, რომ ეს მხოლოდ პერსპექტივის გამო გაღებული ხარჯებია.

თუ მილიონებს ხარჯავ დი მარიაზე, რომელიც ძლივს თამაშობს, მთელ რესურს იღებ რადამელ ფალკაოს იჯარასა და ხელფასში, რომელიც საერთოდ არ თამაშობს, 25 მლნ. არც ისე დიდი თანხაა შენთვის.

დეპაი ყველა მატჩს ვერ ითამაშებს. ინგლისში მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ ჰოლანდიელები პრემიერ ლიგის დონის ტოპ-ჩემპიონატზე გადასვლას უცებ ვერ ახერხებენ. ახალგაზრდა მოთამაშე 38 შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ჰოლანდიელ ბიჭებს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთ ნაკლს ვამჩნევ - ისინი არ არიან კომუნიკაბელურები. ისე იქცევიან, როგორც ინდივიდუალისტები და მხოლოდ თავიანთ სმარტფონებში აქვთ თავი ჩარგული".


კუმანმა ასევე აღიარა, რომ მემფისის შეძენას თვითონაც ცდილობდა.

"ჩემს ძმას ერვინსა და დეპაის ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ. "საუთჰემპტონში" მისი მოწვევა გვინდოდა, მაგრამ კიდევ ერთი წლით პსვ-ში ისურვა დარჩენა. ხოლო, როცა ამ ზაფხულს მის თაობაზე "იუნაიტედმა" გააკეთა შეთავაზება, მივხვდით, რომ ჩვენ აღარავითარი შანსი აღარ გვქონდა. როცა "იუნაიტედი" მიმართავს ვინმეს, შენ შანსი აღარ გაქვს.

ვან გაალი არის მწვრთნელი, რომელსაც დეპაი იცნობს, მასთან უფრო გაუადვილდება ადაპტირება."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 ივნისი 2015 15:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არავინ ითხოვს ამისგან პირველივე სეზონში სასწაულების კეთებას და მომავალ წელს რომ ცუდად ითამაშოს, არც მაგის გამო აითვალწუნებს ვინმე. იმის მერე რა იქნება ის უფრო მთავარია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
21 ივნისი 2015 15:15
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ცოტა ვერ მივხვდი :/ თან ამბობს ვერ გამოიჩენს თავსო თან ამბობს მეც მინდოდა მეყიდაო :/ ან თვითონ ვერ ხვდება რა უნდა ან მთვრალია.
0
№3
ავტორი: bziki
21 ივნისი 2015 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ამ სეზონში სკამიდან ითამაშებს ალბათ,იქნება თამაშები სადაც ძირითადშიც მოხვდება მაგრამ ბევრი მგონია რო არ იქნება
0
№4
ავტორი: kantona-7
21 ივნისი 2015 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
თვითონ რომ ვერიყიდა დაბიღმილია თიპი wink 3d_2 3d_2 biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: rezimankunia
21 ივნისი 2015 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Rogor armiyvars winaswar to blataoben gansakutrebit metoqe gundis mwvrtnelebi ai rochautxris depay gols merevnaxot da rasityvis
0
№6
ავტორი: AkkRed
21 ივნისი 2015 16:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას ცენზურას თამაშიც სპრორტი ჰგონია?
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 ივნისი 2015 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატოა 25 მილიონი ძვირი როცა სტერლინგსი 50 ეცოტავებათ? არ ვადარებ ამათ ერთმანეთს არანაირად მაგრამ მაინც არაა ამ ორ ფეხბურთელში მაგხელა სხვაობა რომ 25 ძვირი იყოს და სტერლინგში გადახდილი 50 ცოტა. მშვენიერ ფასად დაითრიეს

ძირითადის ფეხბურთელი წელსვე ვერ გახდება და გაუჭირდება კიდეც. იანგის იმედად ყოფნა არ მინდა მაგრამ შემცვლელები ეყოლება, პერეირაც გადმოვა პირველ გუნდში
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ივნისი 2015 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს როგორ დაბოღმილა wink

თვითონ რო ეყიდა დარწმუნებული ვარ ესეთ რამეს არ იტტყოდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top