დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.
24-წლის მეკარის მომავალი, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით "იუნაიტედთან" ერთი წელი აკავშირებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ესპანელი ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, მისით კი "რეალი" ინტერესდება.
"იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელისთვის კი უკვე ცნობილია, რომ დავიდი მომდევნო სეზონში აუცილებლად თეთრ მაისურს მოირგებს.
"რეალი" თავდაპირველი შეთავაზების სახით ფეხბურთელის ტრანსფერში 13 მლნ. ფუნტს გადაიხდის, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ დავიდმა "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს.