"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" "სევილიას" ნახევარმცველით, გრეგოჟ კრიხოვიაკით დაინტერესდნენ.
25-წლის კრიხოვიაკი მომდევნო სეზონში "სევილიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თუმცა შესაძლოა ამის გაკეთება სხვა გუნდთან ერთადაც მოახერხოს.
"მეთოფეთა" ფრანგი მთავარი მწვრთნელი მსოფლიო კლასის ნახევარმცველის ძიებაშია და შესაფერის კანდიდატად "საუთჰემპტონის" ფეხბურთელი მორგან შნაიდერლინი მიაჩნდა, თუმცა ვენგერის თანამემამულე 24 მლნ. ფუნტად შეფასდა.
ლუი ვან გაალს კი სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მაიკლ კერიკს ჩაანაცვლებს, ან რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან ერთად ითამაშებს.
პრემიერ ლიგის ორივე გრანდის მთავარმა მწვრთნელებმა თავიანთი ყურადღება პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელს მიაპყრეს, რომელიც ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმები გახდა და ამჟამად ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება.
გრეგორჟი ანდალუზიელებს ფრანგული "რემსიდან" გასულ სეზონში შეუერთდა და კარიერას "რამონ სანჩეს პესხუანზე" გააგრძელებს, თუკი მისი შეძენის მსურველი გუნდი კონტრაქტში გათვალისწინებულ გამოსასყიდ თანხას - 21 მლნ. ფუნტი - არ გადაიხდის.