"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი თვლის, რომ "ლივერპულის" მოთამაშე რაჰიმ სტერლინგი და "ტოტენჰემელი" ჰარი კეინი არარეალურად შეფასებული მოთამაშეები არიან.
ახალგაზრდა ინგლისელები, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, პრესისთვის მთავარ თემად იქცნენ, რამეთუ რაჰიმ სტერლინგის შეძენას "მანჩესტერ სიტი" ცდილობს, რომელიც 50 მილიონ ფუნტს იხდის, ხოლო ჰარი კეინით "იუნაიტედი" ინტერესდება და 40 მილიონის დახარჯვასაც გეგმავს. რიო ამ ყველაფრით შოკირებულია, ის "Twitter"ზე შემდეგ რამეს წერს.
"ამ მომენტში, ინგლისელი მოთამაშეების ფასი იმდენად გადამეტებულია, რომ ეს უკვე სასაცილოა. კეინსაც და სტერლინგსაც აქვთ დიდი პოტენციალი, მაგრამ 40 და 50 მილიონი ფუნტი? აგუერო ღირდა 38 მილიონი და სანჩესი 32!"