თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2015, 16:53
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1822,
კომენტარები: 8
ფორჩუნი: "შემდეგ სეზონში ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ"
ქუინტონ ფორჩუნი და სემი მაკელროი "იუნაიტედის" მომავალ სეზონზე საუბრობენ.
ფორჩუნი:
"MUTV"-ის ექსპერტების, ქუინტონ ფორჩუნისა და სემი მაკილროის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტიტულისთვის ბრძოლა პრემიერ ლიგის პირველივე მატჩიდან უნდა დაიწყოს.

"წითლებმა" ლუი ვან გაალის თავკაცობით, გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, მაგრამ გულშემატკივრები მაინც ოპტიმისტურად უყურებენ ჰოლანიდელი სპეციალისტის მეორე წელს "ოლდ ტრაფორდზე".

თუმცა, თუ "იუნაიტედს" ნამდვილად სურს მომავალ წელს პრემიერ ლიგის მოგება, მან თავიდან უნდა აიცილოს ისეთი საშინელი სტარტი, როგორიც გასულ წელს ჰქონდათ (13 ქულა 10 თამაშში).

"გასულ სეზონში ძალიან არეული შედეგები გვქონდა, თუმცა ეს აღარ მოხდება, ამის გარანტიას გაძლევთ" - განაცხადა ფორჩუნმა. "მენეჯერმა უკვე დააგროვა საკმარისი გამოცდილება პრემიერ ლიგაში, მოთამაშეებს ესმით, რას მოითხოვს ლუი მათგან და ყველა ხვდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იქნება."

ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ რომელიმე ტიტული, მთავარი კონცენტრაცია სწორედ პრემიერ ლიგისკენ იქნება მიმართული, რომელსაც "ტოტენჰემთან" მატჩით დავიწყებთ. ვიმედოვნებ, რომ ლონდონელებთან კარგ თამაშს ვაჩვენებთ და სამ ქულასაც მოვიპოვებთ."


"იუნაიტედის" მომავალ სეზონზე კომენტარი ყოფილმა "წითელმა", სემი მაკილროიმაც გააკეთა. "რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სეზონი უფრო წარმატებულად დავიწყოთ.

პირველი თამაში, მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ იქნება, ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან ეს გახსნითი მატჩია და ყველას სურს, კარგი სტარტი აიღოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს "დეზებია", ტოპ ექვსეულის წევრი, წარმატების მიღწევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.

წინა სეზონი წარუმატებლად დავიწყეთ, მაგრამ მენეჯერმა უკვე საკმაოდ ბევრი იცის პრემიერ ლიგის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ და თავის გასამართლებად არანაირი მიზეზი აღარ იქნება. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, საჭიროა კარგი სტარტი ავიღოთ, მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგოთ და მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძოლოთ ტიტულისთვის."


გასულ ოთხშაბათს ოფიციალურად გამოცხადდა 2015/16 სეზონის კალენდარი, რომელზეც ბევრი კომენტარი გაკეთდა გულშემატკივრებისა და ექსპერტების მხრიდან. მაკილროი თვლის, რომ "იუნაიტედისთვის" გადამწყვეტი ოქტომბრის თვე იქნება, როდესაც გუნდი "არსენალს", "ევერტონს", "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

"ვფიქრობ, ოქტომბერი იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა გუნდისთვის, თუმცა იმ დროისთვის რამოდენიმე მატჩი უკვე გვექნება ჩატარებული და იმედი მაქვს, რომ მომზადებული ვიქნებით. "სიტი", "არსენალი" და "ევერტონი" არიან კლუბები, რომლებიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. ვან გაალს კარგად ესმის, რომ ამ შეხვედრებში აუცილებელია წარმატების მიღწევა."

ფორჩუნი ფიქრობს, რომ "მანჩესტერისთვის" არანაკლები მნიშვნელობა ექნება ბოლო 5 თამაშს: "ასტონ ვილას", "ვესტ ჰემის", "ლესტერის", "ნორვიჩის" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ. მატჩებში, სადაც "იუნაიტედი" აშკარა ფავორიტი იქნება და შეძლებს პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლას.

"ფურცელზე ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მე იმედი მაქვს, რომ ეს გუნდები იმ დროისთვის არ იქნებიან გასავარდნ ზონაში. ინგლისში ყველა მატჩი რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ მატჩებს კარგი ფორმით შევხვდებით და 15 მაისს, "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის თასის აღმართვას შევძლებთ."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
20 ივნისი 2015 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
დავაით 33 ტურში რო ვიყოთ პირველზე ფაქტიურად ჩემპიონები ვართ

დავაით 33 ტურში რო ვიყოთ პირველზე ფაქტიურად ჩემპიონები ვართ
0
№2
ავტორი: GGMUFC
20 ივნისი 2015 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Bolo 5 turi dzaan advili iqneba da imedia eg bolo turebi iqoniebs gavlenas
0
№3
ავტორი: Memphis_Depay
20 ივნისი 2015 17:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
-----------Kane--------------(კავანი ან ლაკაზეტეცშეიძლება)
-Depay--Rooney--Di Maria-
----Herrera-Schneiderlin---
-Blind-----------------Clyne-
-----Smalling-Otamendi----
---------De Gea-------------(თუ დე ხეა წავა ლორისი)
ეს შემდაგენლობა დააყენოს ლუიმ და მაშინ იბრძოლებს ტიტულებისთვის იქამდე ვერა. winked
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2015 17:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელსაც შეგვეზლო გაცილებით მეტისთვის მიგვეღწია მაგრამ უაზრო თამაშებში დაკარგულმა ქულებმა დაღუპა გუნდი, მეორე ადგილის კარგი შანსი იყო მამენტ

თასიდანაც ეგრე გამოვარდნენ
0
№5
ავტორი: kantona-7
20 ივნისი 2015 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
LouisVanGaal,
marTla kai Semadgenlobaa da mec momwons
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 19:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ცალკეულ კონკრეტულ მეტოქეებთან მოპოვებული წარმატება არ ნიშნავს, რომ რამეს მოვიგებთ, გარდა იმ მატჩისა. ოქტომბრის თვე მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მხოლოდ მნიშვნელოვანი და მეტი არაფერი. ცოტაჯერ არ მომხდარა ისე, რომ სუსტ გუნდებთან უფრო ჩაგვიგდია მატჩები და ესაა სწორედ გამოსასწორებელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
21 ივნისი 2015 00:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლო 2 სეზონიდან გამომდინარე 19-ვე გუნდი ჩემთვის ძალიან სახიფათონი არიან
0
№8
ავტორი: temo-scholes
21 ივნისი 2015 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
LouisVanGaal,
kantona-7,
mata da keriki damichagret??:);)

Danarchenshi mec getanxmebit...

Kalini-koulmeni, humelsi-otamendi, shneiderlini-srootmani, lukaku-lakazete.
Am wyvilebidan tito kaci da yvelanairi problema mogvarebulia...;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top