დორტმუნდის "ბორუსიას" იმედი აქვს, რომ შეძლებს ილკაი გიუნდოგანის შენარჩუნებას, რომელიც ახლოს არის "იუნაიტედში" გადასვლასთან.
ზაფხულის დასაწყისში კლუბმა განაცხადა, რომ 26-წლის გერმანელი ნახევარმცველი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ დათანხმდა, რომლის ვადაც მომავალი სეზონის ზაფხულამდეა. როგორც ჩანს, გიუნდოგანი კლუბს გამოიცვლის და "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს კარიერას.
თუმცა, "ბორუსიას" გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ ილკაი შეცვლის გადაწყვეტილებას და როგორც მინიმუმ, კონტრაქტის ბოლომდე კლუბში დარჩება.
"შესაძლოა, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მან აზრი შეიცვალოს. ჩვენ ვმართავთ მოლაპარაკებებს და ვიცით, რომ ის კარგი ბიჭია" - განაცხადა "დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს იოჰან ვაცკემ, SkySports-თან ინტერვიუში.