"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რაიან გიგზი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის სხვა გრანდებს არაფრით ჩამორჩება.
გასულ სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების ამოცანა გადაჭრეს.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" "არსენალმა", "სიტიმ" და "ჩელსიმ" აჯობა, რაიან გიგზი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი არც ერთ მათგანზე ნაკლებ ფეხბურთს არ აჩვენებს.
"საკმაოდ კარგი გრაფიკი გვაქვს დასაწყისში და ჩემპიონთა ლიგაზეც ვბრუნდებით, რაც გუნდში აღფრთოვანებას იწვევს. ვფიქრობ, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. წელს უკვე დავამტკიცეთ, რომ ლიგის ძლიერ გუნდებთან გათანაბრებულები ვართ.
ახლა ჩვენს სტაბილურობაზე უნდა ვიმუშაოთ და თუ მომდევნო სეზონში კარგ სტარტს ავიღებთ, ტიტულისთვის ნამდვილად ვიბრძოლებთ", - განაცხადა უელსელმა.