"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ჰოფენჰაიმის" ნახევარმცველის, რობერტო ფირმინოს ტრანსფერში ლუი ვან გაალთან შეცილება გადაწყვიტა.
ბუნდესლიგაში ნაჩვენები თამაშით ბრაზილიელმა ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო, თუმცა მოთამაშის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
პრესა ირწმუნება, რომ 23-წლის ფირმინოსთვის ბრძოლაში ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია" და ლუი ვან გაალი მის პოტენციურ ახალწვეულს კოპა ამერიკაზე აკვირდება.
გერმანული გამოცემები კი ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს "იუნაიტედი" უკვე შეუთანხმდა ფირმინოს კონტრაქტის პირობებზე, მაგრამ ბრაზილიური მედია Globoesporte-ს სახით ამტკიცებს, რომ ფირმინოთი "ლივერპულიც" დაინტერესდა.
კლუბიდან სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ ბრენდან როჯერსი ეძებს ნახევარმცველს, რომელიც გუნდისთვის გოლების გატანას შეძლებს, ფირმინო კი ამ როლისთვის იდეალური კანდიდატია.