მადრიდის "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის რეკორდული შენაძენი გახდა, თუმცა პირველ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" ამ ფასის შესაბამისი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა.
არგენტინელი აცხადებს, რომ ამის მიზეზი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მისი ნაკრები ფინალში გავიდა.
"ანხელ დი მარიას ფორმა მსოფლიო ჩემპიონატამდე და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთმანეთისგან ასე ძლიერ იმიტომ განსხვავდება, რომ მოედანზე ყველაფერი დავდეთ, რაც შეგვეძლო.
ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი იყო. საუკეთესო რამ, რაც ოდესმე გადამხდენია. გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი გავიღეთ და ისტორია შევქმენით.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალს დაუბრუნდა. ყოველთვის ვამბობდით, რომ გვინდოდა, ლეგენდები გავმხდარიყავით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენთან რჩება". - განაცხადა არგენტინელმა ნახევარმცველმა.