"იუნაიტედის" ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყანაში ისვენებენ.
16 ივნისი - რობინის შესანიშნავი სურათიროგორი ხედია? რობინ ვან პერსიმ თავის Instagram-ზე ჩამავალი მზის ამსახველი შესანიშნავი ფოტო გამოაქვეყნა.
16 ივნისი - მოგზაური ერერაბოლო კვირისა თუ ორი კვირის განმავლობაში ანდერ ერერა ხშირად იღებს ფოტოებს, სადაც თავის მოგზაურობას ასახავს მადრიდში, ბერლინსა თუ იბიცაზე. "იუნაიტედის" 21 ნომერი ამჟამად ესპანეთში, ნაზომენაში იმყოფება.
16 ივნისი - მემფისი შეხვდა პოგბას"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ მემფის დეპაის ინსტაგრამზე უკვე 600-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, დასვენების პერიოდში კი "იუნაიტედის" უკვე მოქმედი ფეხბურთელი ყოფილ "წითელ ეშმაკს" ეწვია.
16 ივნისი - ხუანის სამოთხის ხედიხუანის ბოლო ფოტო, რომელიც როგორც დადგინდა არდადეგებზე აუსტრიასში, ესპანეთში იმყოფება.
16 ივნისი - სპორტის მოყვარული მაიკლიმაიკლ კერიკი სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულით არის ცნობილი და "იუნაიტედის" პასების ოსტატი ამჯერად დედოფლის კლუბის საჩოგბურთო ტურნირს ეწვია, სადაც ენდი მარეის მატჩს დაესწრო:
"ენდი მარეი დღეს დამარცხდა, მაგრამ მისი ყურება დიდებული იყო. უმაღლესი დონის სპორტისთვის თვალის ცოცხლად დევნება სულ სხვა რამ არის".17 ივნისი - გილოცავთ, ტომ"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ტომ ქლევერლიმ ხორხინა დორსეტი შეირთო ცოლად, კლუბის კაპიტანი უეინ რუნი და ყოფილი "წითელი ეშმაკები" - ფილ ბარდსლი, დენი უელბეკი და უეს ბრაუნი - ამ სანახაობას არ გამორჩნენ.
17 ივნისი - ეშლის ცხოველებიროგორც ჩანს, იანგს ცხოველები უყვარს. არდადეგების დროს ეშლი პატარა ვეფხვსა და ორანგუტანთან ერთად ისვენებს.
17 ივნისი - იანგის ახალი ტატუიანგი:
"გმადლობთ @tonitattoos უფრო მეტი მელნის დამატებისთვის. ჩემი მარცხენა მკლავის ერთი ნახევარი დასრულებულია".18 ივნისი - ფილი იღბალს ცდის დარწმუნებულები არ ვართ, რომ ფილ ჯონსის დგომა ასეთი სივიწროვის მქონე ზედაპირზე კარგია, მაგრამ ფოტოს ნამდვილად შესანიშნავი ფონი ადევს.
18 ივნისი - ანდერსი ცოლთან ერთადმაროკოდან ანდერს ლინდეგაარდმა საბერძნეთში, მიკონოსში გადაინაცვლა, სადაც თავის ცოთან, მისე ბექირთან ერთად სანაპიროზე ისვენებს.
19 ივნისი - მემფისი შეხვდა ლუკაკუსპოლ პოგბასთან შეხვედრის შემდეგ "იუნაიტედის" ახალწვეული ბელგიელ რომელუ ლუკაკუს შეხვდა. გამოქვეყნებულ ფოტოზე კი კომენტარი დაურთო:
"ამ ბიჭს 12 წლიდან ვიცნობ. მიყვარს ეს ბიჭი".