"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი ლუკ შოუ მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში 2015 წლის ტურნე ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იქნება ფეხბურთელებისთვის.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტურნეზე პირველად წავა კლუბის ახალწვეული მემფის დეპაი. თვითონ ტურნეს ფარგლებში კი "იუნაიტედი" ისეთ ცნობილ გუნდებს შეხვდება, როგორიც "ბარსელონა" და პარიზ სენ-ჟერმენია.
ლუკ შოუს, რომელმაც "იუნაიტედში" თავისი არაოფიციალური სადებიუტო მატჩი "გალაქსის" წინააღმდეგ გამართა, ფიქრობს, რომ ტურნე ახალ ფეხბურთელებს თავის დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ყველასთან გაცნობისა და საერთო ჯგუფში თავის დამკვიდრებისთვის. მოთამაშეები, რომლებიც აქ ბოლო რამდენიმე წლის წინ მოვიდნენ, იმავეს იტყვიან, რადგან იციან, რას ნიშნავს ეს. ახალ კლუბში მისვლა არასდროს არის ადვილი, მაგრამ აქ ყველა დიდებულია და გეხმარება.
პოზიტიური წინა სასეზონო ტურნე მთელი სეზონის განმავლობაში გეხმარება და სწორედ ამას ველოდები მოუთმენლად. ტურნეზე წასვლა და რამდენიმე კარგი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან ამაღელვებელია.
ეს ფეხბურთელებს ავალდებულებს ბევრი იშრომონ, მაგრამ ასევე ავალდებულებს მწვრთნელებს, რომელთაც იციან, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოთამაშეები სეზონის პირველი მატჩისთვის მზად იყვნენ. მნიშვნელოვანია სათამაშო დროც, რაც ფორმაში ყოფნისთვის გჭირდება".
შოუს ჰკითხეს, თუ რა ისწავლა გასული წლის ტურნესგან, რაზეც მან უპასუხა: "მანამდეც მითქვამს, თუ რამდენად დიდია ეს კლუბი და გულშემატკივართა როგორი რაოდენობა ჰყავს".