"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, ხავიერ ერნანდესის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია გასული სეზონით.
2014/15 წლის სეზონში, მექსიკელი "რეალ მადრიდში" იჯარის წესით იმყოფებოდა, რომელშიც მუდმივი კონტრაქტი ვერ მიიღო. ჩიჩარიტო მიიჩნევს, რომ იგი გასულ სეზონს შეეწირა.
"ატლეტიკოს" წინააღმდეგ გატანილმა გოლმა იმედი დამისახა, რადგან ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გასულ სეზონში, თუმცა საერთო ჯამში, "რეალში" გატარებული სეზონით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მთლიანი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გავატერე. იმედგაცრუების შეგრძნება ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - განაცხადა ჩიჩარიტომ AS-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ჩიჩარიტომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზად არის იბრძოლოს "იუნაიტედში" ადგილის მოპოვებისთვის.