ბოლო დროს ინგლისური და ესპანური გამოცემები "მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებდნენ ნიკოლას ოტამენდის.
27-წლის მცველმა საოცარი სეზონი ჩაატარა "ვალენსიას" რიგებში, მან მოახერხა 38 თამაშში 6 გოლის გატანა და მოხვდა "ლა ლიგის" წლის საუკეთესო გუნდში.
მცველი ამჟამად იმყოფება "კოპა ამერიკაზე" არგენტინის ნაკრებთან ერთად, სადაც მან ორი მატჩი ჩაატარა ურუგვაისა (1-0) და პარაგვაის (2-2) ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.
არგენტინელმა მცველმა ცოტა ხნის წინ ჩაწერა ინტერვიუ ESPN-თან, სადაც მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
""ვალენსიამ" ძალიან კარგად იცის რა მსურს მე. ამიერიდან, ყველა სიტყვა, რასაც ჩემი აგენტი იტყვის იქნება ჩემთან შეთანხმებული."
"მას ჩემგან აქვს სრული თანხმობა, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს დაინტერესებულ მხარეებთან."
"მე უკვე ველაპარაკე კლუბის პრეზიდენტს აგენტთან ერთად და მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩემი სურვილი. ამ მომენტისთვის ყველაფერი ჩემი აგენტის ხელშია."