თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2015, 16:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2418,
კომენტარები: 11
სმოლინგი: "ტურნესგან სარგებელს მივიღებთ"
კრის სმოლინგი "ბარსელონასთან" დაპირისპირების მოლოდინშია.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ "ბარსელონასა" და პსჟ-ს წინააღმდეგ თამაში 2015/16 წლების სეზონის დაწყების წინ გუნდს გამოცდილებას შესძენს.

ლუი ვან გაალის შეგირდები 2015 წლის ტურნეს ფარგლებში საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონებს შეხვდებიან და სმოლინგი ორი დიდებული თავდამსხმელის წინააღმდეგ თამაშის მოლიდინშია.

"ამას მოუთმენლად ველი. "ბარსელონას" მანამდეც შევხვდერივართ (2011 და 2012) ტურნეზე და ამ დროს სტადიონი ყოველთვის საოცარი იყო.

ორივე მატჩში სტადიონი ხალხით სავსე სახლს ჰგავდა. საუკეთესოების წინააღმდეგ შენი თავის გამოცდა ახალი სეზონისთვის მზადებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

პსჟ-ს წინააღმდეგ პირველად ვითამაშებთ, რაც სხვა სახის ტესტს გვპირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ლიგის სხვადასხვა გუნდებთან დაპირისპირება. თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გადავლახავთ, მათ შეიძლება მოგვიანებით ისევ შევხვდეთ, ამიტომ კარგი ტესტი იქნება".


როგორც ცენტრალურ მცველს, სმოლინგს შეუძლია საკუთარი თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ლიონელ მესის წინააღმდეგ გამოსცადოს და ფიქრობს, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურ სტილს შესთავაზებს.

"ისინი ორი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელი არიან. მესი არის მოთამაშე, რომელსაც სჭირდება სივრცე და მას მჭიდროდ უნდა ეთამაშო, რათა შემოტრიალების საშუალება არ მისცე. ვფიქრობ, მთელი გუნდი ერთად უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ დაცვის ოთხეული. თუ ერთი ფეხბურთელი მაინც ვერ აჰყვება გუნდს, ის ამ დარღვევას და სივრცეს იპოვის. იბრაჰიმოვიჩი, მეორეს მხრივ, ცდილობს ახლოს ჰყავდე და თუ ამას იზამ, უმალ ჩამოგიცილებს, რადგან ძალიან ძლიერია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
19 ივნისი 2015 16:45
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გადავლახავთ

თუ კი არა აუცილებლად უნდა გადავლახოთ.

იმედია ამ ტურნეზეც ბევრი გამარჯვებით გამოვალთ.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2015 16:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე ნაკლები მანძილის დაფარვა ამათ მოუწევთ ტურნეს დროს და ეგეც რო გაითვალისწინეს ძაან მაგარია winked კარგ გუნდებთან ამხანაგური მატცი ბევრად კარგი საყურებელია ვიდრე ისეთებთან სახელს რო ვერ იმახსოვრებ
0
№3
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 16:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან და ჯონსმა უნდა გააჩერონ ჯერ მესი და მერე იბრაჰიმოვიჩი?
0
№4
ავტორი: temo-scholes
19 ივნისი 2015 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
AkkRed,
diax, da naxav tuar gaachereben...;):)
0
№5
ავტორი: AkkRed
19 ივნისი 2015 18:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
temo-scholes,


რიომ და ვიდამ ვერ გააჩერეს და ამათმა როგორ უნდა გააჩერონ?
0
№6
ავტორი: rezimankunia
19 ივნისი 2015 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Vnaxot maraa chveni bed I rovici naxevari gundi turneze daitramveba
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 ივნისი 2015 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგია ესეთი მატჩები, მაგრამ ეს ტურნეები დიდად არაფერს ცვლის. შარშან ესეთ ტურნეზე რეალსაც მოუგეთ მაგრამ ამით რაა??? არც არაფერი...
0
№8
ავტორი: temo-scholes
19 ივნისი 2015 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
AkkRed,
2011-shi i rio da vida agar iyo rac ufro wina wlebshi da shesabamisad kidec gavushvit 3 goli... Ise realurad rom avigot mesize martlac ver vityvi rames, magram mgonia rom ibras sheachereben.
0
№9
ავტორი: Goginashvili777
20 ივნისი 2015 06:56
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არ მეგონა, კრისი თუ ჩვენი გუნდის ლიდერი გახდებოდა !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 08:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ამხანაგურში მესი არ ითამაშებს ძალიან მონდომებით და თვითონ გაჩერდება, კრისიც ადგება და დაიბრალებს მე ვქენიო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top