ესპანური გამოცემა marca ირწმუნება, რომ "წითელი ეშმაკები" ფრანგი მცველისთვის დიდძალ თანხას ამზადებენ, რათა "რეალიდან" მისი შეძენა მოხერხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდული გრანდი ვარანის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს, "იუნაიტედი" მცველს დავიდ დე ხეას ტრანსფერში ჩართავს.
24-წლის მეკარე, რომელსაც კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურება, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "რეალში" გადაბარგდება, "იუნაიტედს" კი მის სანაცვლოდ "ბლანკოსის" ფეხბურთელი სურს.