the Sun ირწმუნება, რომ ბელგილი ფეხბურთელი ლუი ვან გაალის მთავარი სამიზნე იქნება იმ შემთხვევაში, თუ მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსში" გადავა.
"წითელი ეშმაკები" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელით ინტერესდებიან, მაგრამ ხორვატი დიდი ალბათოვით ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების რიგებში აღმოჩნდება, რაც ვან გაალს ალტერნატიული ვარიანტის განხილვას აიძულებს.
ასეთ ვარიანტად ჰოლანდიელ მწვრთნელს "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი მიაჩნია, რომელიც "გუდისონ პარკზე" გასულ წელს 28 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა და კონტრაქტის მიხედვით 4 წელი აკავშირებს "ევერტონთან".
ლუკაკუმ ბოლო სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 20 გოლი გაიტანა და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში.