"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელ ვინგერს, მას შემდეგ, რაც კლუბმა მემფის დეპაი დაიმატა, "იუნაიტედის" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისმა აგენტმა ჭორებს ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ადნანი მომავალ წელს კვლავ "იუნაიტედში" გაატარებს.
ფეხბურთელის აგენტი, დირკ დე ვრიზი გვარწმუნებს, რომ ვან გაალმა ყველა შემოთავაზება დაბლოკა, რომელიც ბელგიელის მიმართ იყო გაკეთებული. საუბარია არა მარტო სრულ ტრანსფერზე, არამედ საიჯარო ხელშეკრულებებზეც.
იანუზაის მომავალი, მას შემდეგ, რაც მან ცუდი სეზონი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე", ხშირად უკავშირდებოდა ისეთ კლუბებს, როგორიცაა "ევერტონი", "პსჟ" და "რეალ სოსიედადი", თუმცა დე ვრიზი აცხადებს, რომ ადნანი კლუბში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა მემფის დეპაი გაიფორმა, რადგან იგი ვან გაალის გეგმების ერთ–ერთი ნაწილია.
კითხვაზე ინტერესდებოდა თუ არა "იუნაიტედის" ყოფილი ბოსი, დევიდ მოიესი ადნანით, აგენტი შემდეგ განცხადებას აკეთებს:
"ეს ნამდვილად აბსურდია. ადნანი აქ თავს მშვენივრად გრძნობს და არც კლუბს სურს მისი წასვლა."
"ის დღესაც, ისევე როგორც დიდი ხნის განმავლობაში, უდიდეს ტალანტად ითვლება. რამდენიმე კლუბი არსებობს, რომლებსაც მისი ყიდვა სურდათ, ზოგიერთი კი ერთ-წლიანი არენდით იყო დაინტერესებული, მაგრამ ის კლუბში რჩება, რათა გახდეს "იუნაიტედის" ლეგენდა."შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ადნანმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, უკანასკნელ სეზონში ის მხოლოდ 8–ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.
წყარო:
dailypost.co.uk