მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა შემტევის, ადნან იანუზაის, აგენტი დე ვრისი აცხადებს, რომ მისი კლიენტი არ აპირებს წითელი ეშმაკების დატოვებას.
პრესაში ხშირად ჩნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იანუზაი კლუბს დატოვებდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ახალგაზრდა ბელგიელი ვერ ხვდებოდა შემადგენლობაში და ხშირად უწევდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.
გასული სეზონი მისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან სეზონის განმავლობაში მხოლოდ 21 მატჩის ჩატარება შეძლო და ამან გამოიწვია ჭორები იმის შესახებ, თითქოს მომდევნო სეზონს იანუზაი "ევერტონში" ან პსჟ-ში დაიწყებდა. თუმცა, ბელგიელის აგენტი ირწმუნება, რომ კლუბი არ განიხილავს არანაირ წინადადებას მის კლიენტთან დაკავშირებით და მისი წასვლის საფრთხე არ არსებობს.
"ადნანი შესანიშნავად გრძნობს თავს მანჩესტერში. ასევე კლუბის ხელმძღვაენლობასაც არ აქვს სურვილი რომ მან დატოვოს მანჩესტერი. ისინი დღესაც დარწმუნებული არიან, რომ ადნანი არის უდიდესი ტალანტის მქონდე ფეხბურთელი, რომელიც კიდევ დიდხანს ითამაშებს ოლდ ტრაფორდზე. მისი მსურველების სია საკმაოდ დიდია. მათ შორის იყვნენ ევროპის ტოპ კლუბებიც და ისინიც ვინც კლასით და რანგით საკმაოდ ჩამოუვარდებიან მანჩესტერ იუნაიტედს. თუმცა ის არ აპირებს არსად წასვლას. ადნანის მიზანია ამ კლუბის ლეგენდა გახდეს ! "