თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2015, 11:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2378,
კომენტარები: 6
"ვან გაალთან მუშაობა რთულია"
ლუი ვან გაალის შესახებ თანამემამულე დეტალებს იხსენებს.
უეინ რუნის ლუი ვან გაალთან გაცილებით უკეთესი და მოკრძალებული ურთიერთობა აქვს, ვიდრე 2-გზის გამარჯვებულ სხვა კაპიტანს.

მარკ ვან ბომელის პირველი შეკამათება ვან გაალთან 2010 წლის დეკემბერში მოხდა - შვიდი თვის შემდეგ გერმანიის თასისა და ბუნდესლიგის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასპარეზობიდან.

ამ ყველაფერს კი შედეგად ის მოყვა, რომ ვან ბომელი 2011 წლის იანვარში "მილანში" აღმოჩნდა.

ჰოლანდიელები ერთად 2009 წელს შეიკრიბნენ, როცა ვან გაალმა მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბარა და ვან ბომელი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალს კლუბში თავისი გეგმები ჰქონდა.

"2009 წელი ლუის პირველი წელი იყო "ბაიერნში" და წარმატებულიც. ჩვენ მოვიგეთ ბუნდესლიგა, თასი და ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მაგრამ კლუბისთვის დიდი ცვლილება მოხდა. მწვრთნელად იურგენ კლინსმანი გვყავდა, შემდეგ კი ვან გაალი მოვიდა და ყველაფერი შეიცვალა. მთელი კლუბის შეცვლა სურდა. გერმანულ კულტურას ჰოლანდიურით ანაცვლებდა. სრულიად განსხვავებული რამ იყო და დასაწყისში გვიჭირდა, მაგრამ ოქტომბერში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და გამარჯვებების მოპოვება დავიწყეთ.

გერმანიაშიც იგივე პრობლემა გვქონდა, რაც "იუნაიტედს". სრული, 100 პროცენტიანი ცვლილება მოხდა. დრო სჭირდებოდა, მაგრამ ვან გაალს თამაშის კარგი იდეები ჰქონდა. თუმცა მასთან მუშაობა რთულია. მოედანზე ლუი კარგია, მაგრამ მის გარეთ ცოტა რთული. შესაძლოა, ეს მწვრთნელის ცხოვრებაა, რადგან ხანდახან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რაც სასიამოვნო არ არის.

მას აქვს გზა და ის პირდაპირ მიდის. მას აქვს გზა და ის ამ გზას ადგას. პირდაპირ წასვლა უნდოდა. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, მხოლოდ პირდაპირ. ყველამ იცოდა, რა უნდოდა ლუის.

2010 წლის დეკემბერში მასთან მცირე პრობლემა მქონდა. გუნდის კაპიტანი ვიყავი და ჩემი მოთამაშეებისთვის პატივი უნდა მეცა. შესაძლოა, ამას 120 პროცენტით ვაკეთებდი. მინდოდა სხვა ბიჭებს დავხმარებოდი. იქნებ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და ყველაფერი თავის ნებაზე მიმეშვა, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. ეს არის ჩემი ხასიათი და ეს არის მისი ხასიათი ასევე.

ყველა მწვრთნელისგან განსხვავდება. მას უნდა შეეწყო და თუ ამას იზამ, მაშინ ყველაფერი ადვილია. ლუის პატივი უნდა სცე, მაგრამ მისი არ უნდა გეშინოდეს".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 ივნისი 2015 11:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ზუსტად ისეთი მწვრთნელია რომელიც მოიესის შემდეგ უნდა ყოფილიყო და არის კიდევაც
0
№2
ავტორი: Best 7
18 ივნისი 2015 12:19
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Egeti mkacri unda iyos mwvrtneli! Gundshi disciplina dzalian did rols tamashobs
0
№3
ავტორი: rezimankunia
18 ივნისი 2015 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Lui zedgamochrilia manchestvis <3 unda darches kaixani chemiazrit
0
№4
ავტორი: Mufc7
18 ივნისი 2015 18:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველა მწვრთნელისგან განსხვავდება. მას უნდა შეეწყო და თუ ამას იზამ, მაშინ ყველაფერი ადვილია. ლუის პატივი უნდა სცე, მაგრამ მისი არ უნდა გეშინოდეს".

request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
18 ივნისი 2015 20:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც აქედან ჩანს ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და ამასთან ერთად მაგარი მკაცრი და მომთხოვნიც არის. არაა იდეალური მწვერთნელი, ბევრჯერ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს მაგრამ ამის შეცვლოაზე რო მიდიოდა საქმე ეგ ყველაზე დამღუპველი იქნებოდა გუნდისთვის

რუნისთანაც მაგარი ურთიერთობა აქვს მამენტ და ეგაა ყველაზე მნიშვნელოვანი
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 ივნისი 2015 07:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თავისებური ტიპის მწვრთნელი რომაა, მაგას რად უნდა მტკიცება, მაგრამ მე ზუსტად ასეთი ხასიათის მქონე მწვრთნელები მომწონს. გუნდში ყველას უნდა ესმოდეს ვინ არის უფროსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top