თბილისი:
მანჩესტერი:
18-06-2015, 07:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2772,
კომენტარები: 14
რუნი: "თანაგუნდელი კეინი გამახარებდა"
"იუნაიტედის" კაპიტანს კეინის თავის კლუბში ხილვა სურს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა თანაგუნდელი ჰარი კეინის ხილვის სურვილი გამოთქვა.

როგორც პრესა ირწმუნება, ედ ვუდვორდი "ტოტენჰემს" ჰარი კეინის თაობაზე მიმართავს, რადგან ლუი ვან გაალს თავდამსხმის ხაზის გაძლიერება სჭირდება, რამეთუ გუნდში არსებული ფორვარდებიდან მის მოთხოვნილებებს ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს.

ჰოლანდიელ სპეციალისტს სჭირდება ფორვარდი, რომელსაც სეზონში 20 გოლის გატანა შეუძლია და ასეთ კანდიდატად 21-წლის ინგლისელს მიიჩნევს.

ამ ტრანსფერს რუნიც უჭერს მხარს და როცა ჰკითხეს მისი ოცნების თავდასხმის ხაზში ვის დაყენებას ისურვებდა, უეინმა უპასუხა: "სცენაზე ამ სეზონში გამოჩნდა და ფანტასტიკურადაც ითამაშა. კეინი არის ახალგაზრდა და თანაც ინგლისელი მოთამაშე, ასე რომ, ჩემს გუნდში მისი ხილვა გამიხარდებოდა".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ივნისი 2015 08:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე რომ ვიყო კეინის ადგილას, ერთ სეზონს კიდევ დავრჩებოდი. ხშირად ხდება ისე, რომ დიდ გუნდში გადასვლის შემდეგ, სადაც უფრო მაღალი კონკურენციაა, დიდ თანხას იხდიან შენში და გულშემატკივარი უფრო მეტს გთხოვს, ამიტომ ფეხბურთელი იკარგება. კეინს თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა, უკვე თამაშობს, მაგრამ დიდ გუნდში გადასვლა თუ უნდა, შეუძლია "ტოტენჰემში" ითამაშოს ასეთ მაღალ დონეზე და მსურველები ყოველთვის ეყოლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: PaLoMo
18 ივნისი 2015 08:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
RojoDiablo,
Shen chvena mxares xar tu datvis? :D gadmovides kaco Amas vin dachagravs gundshi?:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: RojoDiablo
18 ივნისი 2015 09:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
O Neil,
არ მჯერა ამ კეინის და რა ვქნა. მომავალ წლებში ჩააგდეს სეზონს და ადაპტაციას დავაბრალებთ, მერე კიდევ ჩააგდებს და ახალგაზრდაა ჯერო ვიტყვით, მერე კიდევ ჩააგდებს და ეს რაში გადავიხადეთ ამდენი ფულიო ვიტყვით. ამიტომ უნდა დარჩეს ჯერ ტოტენჰემში, მართლა დაამტკიცოს, რომ მაგარია და ეს ერთი სეზონი გაკვრით არ გამოჩნდა. დეზები მომდევნო წელს უფრო მაგარ ფორვარდებს მოიყვანენ, ყოველ შემთხვევაში, უნდათ და აი მათი კონკურენციის ფონზე დაგვანახვოს რა შეუძლია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 ივნისი 2015 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
რავიცი არა მგონია დუმბო, რომ კეინმა ვერ გაამართლოს. სხვა ლიგიდან რო მოიდოდეს კიდე ხოო, მაგრამ წინა სეზონში ისე კარგად ითამაშა რო ვფიქრობ ამის ტრანსფერი გამართლებული იქნება.
0
№5
ავტორი: AkkRed
18 ივნისი 2015 09:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მაშინ ვინც კი პერსპექტიული ამომავალი ვარსკლავია ყველას დავაცადოთ როდის იქნება უკვე შემდგარი ვარსკლავი და ორმაგად მეტი ფული ვიხადოთ? სანამ უფრო არ გაძვირებულა უნდა ვიყიდოთ. მომავალ წელს თუ ისევ ესე ითამაშა არ მინდა წარმოდგენა რამხელა ფას დაადებენ და რეალი როგორ წაიყვანს
0
№6
ავტორი: bziki
18 ივნისი 2015 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
AkkRed
მომავალ წელსაც 30 ბურთი რო გაიტანოს 65 მილიონზე მეტი მაინც არ ეღირება,ბოლო ბოლო სუარესი წავიდა მაგდენად
55 მილიოს ეხლა იხდიან და დაემატოს ეგ 5-10 მილიონიც
0
№7
ავტორი: chudikone
18 ივნისი 2015 10:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კეინს მე ისევ უილსონი მირჩევნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: RojoDiablo
18 ივნისი 2015 11:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რამხელა ფასი უნდა დაადონ, 100 მილიონად არავინ შეაფასებს მაგას იმის გამო, რომ 30 გოლი გაიტანა. მესი ვერასდროს გახდება რაც არ უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Best 7
18 ივნისი 2015 12:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Movides mere keini dzalian nichieri tavdamsxmelia da magrad gagvadzlierebda
0
№10
ავტორი: gilmour
18 ივნისი 2015 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
თუ ყიდვაა ახლავე უნდა ვიყიდოთ. თუ მართლა მოუმატა და უფრო მაგრად ათამაშდა მერე 3-4 გრანდი კიდევ დაგვემატება კონკურენციაში, ოღონდ 50 მილიონის გადახდა და იმის თქმა რომ ეს უნდა იყოს მანჩესტერის შეუცვლელი ცენტრფორვარდი მომდევნო სეზონში მეც ნაადრევი მგონია. 15-20 მილიონი არის რეალური ფასი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top