"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა თანაგუნდელი ჰარი კეინის ხილვის სურვილი გამოთქვა.
როგორც პრესა ირწმუნება, ედ ვუდვორდი "ტოტენჰემს" ჰარი კეინის თაობაზე მიმართავს, რადგან ლუი ვან გაალს თავდამსხმის ხაზის გაძლიერება სჭირდება, რამეთუ გუნდში არსებული ფორვარდებიდან მის მოთხოვნილებებს ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს.
ჰოლანდიელ სპეციალისტს სჭირდება ფორვარდი, რომელსაც სეზონში 20 გოლის გატანა შეუძლია და ასეთ კანდიდატად 21-წლის ინგლისელს მიიჩნევს.
ამ ტრანსფერს რუნიც უჭერს მხარს და როცა ჰკითხეს მისი ოცნების თავდასხმის ხაზში ვის დაყენებას ისურვებდა, უეინმა უპასუხა: "სცენაზე ამ სეზონში გამოჩნდა და ფანტასტიკურადაც ითამაშა. კეინი არის ახალგაზრდა და თანაც ინგლისელი მოთამაშე, ასე რომ, ჩემს გუნდში მისი ხილვა გამიხარდებოდა".