"გალათასარაის" მთავარი მწვრთნელი, ჰამზა ჰამზაოღლუ იმედოვნებს, რომ მისი კლუბი რობინ ვან პერსისთან შეთანხმებას მიაღწევს.
რამოდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს "იუნაიტედის" დატოვებას, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტოს. ჭორების მიხედვით, "იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, თავდამსხმელის დამატებას ეცდება, რაც "გალათასარაის" შანსს აძლევს.
ManchesterEveningNews-ის თქმით, ცოტა ხნის წინ, თურქული კლუბის წარმომადგენელი ინგლისში იმყოფებოდა, სადაც იგი რობინის აგენტს შეხვდა.
"ჩვენ გვსურს მოთამაშეების მოწვევა, რომლებიც გააძლიერებენ კლუბს და აღაფრთოვანებენ გულშემატკივარს. არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც ვან პერსიზე უარს იტყვის.
თუმცა, ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ მისი შესაძლებლობები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ." - განაცხადა ჰამზაოღლუმ.