თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2015, 17:57
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3410,
კომენტარები: 16
"შვაინშტაინგერი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს"
გერმანელი ნახევარმცველის საგა გრძელდება.
ბასტიან შვაინშტაიგერს ურჩევენ რომ სერიოზულად დაფიქრდეს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებაზე. ამ უკანასკნელს "ბაიერნთან" მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტიღა აკავშირებს და ჭორები ინგლისში ტრანსფერზე მეტად აქტუალური გახდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ პეპ გუარდიოლა მის ადგილზე უფრო ხშირად ხაბი ალონსოს იყენებს და გერმანელს სათამაშო დრო უმცირდება.

ბავარიელების ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ბასტიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს "წითელ ეშმაკებში" გადაბარგებაზე. "შვაინშტაიგერს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც მას მისივე ძალის ხარჯზე ათამაშებს და ვან გაალი სწორედ ამას იზამს. მანჩესტერიდან შემოთავაზება არსებობს. ვფიქრობ ის სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამ ტრანსფერზე." - აცხადებს მათეუსი Bild-თან ინტერვიუში.

წყარო: Mirror


ისურვებდით შვაინშტაინგერს "იუნაიტედში" ?

დიახ
არა

ჭორები
16 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2015 18:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი შენაძენი იქნებოდა, იმენა იდეალური მარა მეეჭვება ამან რო კლუბი გამოიცვალოს რაღაც. რაც არ უნდა პრობლემები ჰქონდეს არამგონია ბაიერნი დატოვოს
0
№2
ავტორი: rene harrison_
17 ივნისი 2015 18:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ერერა და ფელა რისთვის არიან გუნდში?
0
№3
ავტორი: chudikone
17 ივნისი 2015 18:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
rene harrison_,
არცერთი არ არის ჩამშლელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: rene harrison_
17 ივნისი 2015 19:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
chudikone ბასტის ძირითადი პოზიცია ცენტრში დგომაა და როცა თამაშობს იქ დგას ხოლმე, მაგრამ არის მომენტები როცა ჩამშლელიცაა და თუ ჩამშლელად მოგყავთ ეს ვეტერანი ტრავმებისკენ მიდრეკილი კაცი და პლიუს ფორმიდან ამოვარდნილი, მაგას არ ჯობია ისევ შნეიდერლინი ვიყიდოთ? ტიპიური ჩამშლელია და მინიმუმ 4-5 სეზონი შეუძლია სტაბილურად კარგად ითამაშოს მის პოზიციაზე, მერე ასაკის მიხედვით და ფორმის მიხედვით ვნახოთ როგორ იქნება. კლუბმა პერსპექტიული მოთამაშეები უნდა შეიძინოს და მომავლისკენაც უნდა გაიხედოს. ბასტი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ აქვს პრობლემები რომლის მოგვარებას ასაკი კიდევ უფრო ურთულებს. ახლა ვნახოთ რა როგორ იქნება.

ფელას ჩამშლელად ყოფნაც და მოუწია კიდეც რამოდენიმეჯერ ამ სეზონში
0
№5
ავტორი: AkkRed
17 ივნისი 2015 19:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ეს კაცი რომ არ უნდათ. იქ აღარაფერი მაქვს სათქმელი
0
№6
ავტორი: Jubo
17 ივნისი 2015 21:26
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მშვენიერი ჩამშლელია მარა 30 წლის :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: gilmour
17 ივნისი 2015 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამაზე მაგარი ცენტრში ძალიან ცოტა თუ იქნება დღესდღეობით, უბრალოდ ბაიერნმა კროოსის გაშვების მერეც თუ ვერ ისწავლა ჭკუა და ესეც გაუშვეს მე წარმოუდგენლად მიმაჩნია. ზუსტად ისეთი პოზიციის და შესაძლებლობების ფეხბურთელია როგორიც სქოულზის მერე აღარ გვყოლია ძალიან გვჭირდება.
0
№8
ავტორი: Blind
17 ივნისი 2015 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რაღაც არამგონია ეს ჩვენთან გადმოვიდეს , უფრო სწორედ გერმანია დატოვოს
0
№9
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2015 23:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სათამაშო დრო ფაქტია, რომ შეუმცირდა შარშან და არც მომავალი წელი იქნება მაინცდამაინც სახარბიელო ამ მხრივ, თან პეპი ესპანელებს უფრო ენდობა და იგივე ხავი მარტინესიც არის გუნდში. რომ მოვიდეს კარგია, მაგრამ მერე ისევ მოგვიწევს ნახევარმცველზე ფიქრი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
17 ივნისი 2015 23:59
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მესამედ ვამბობ ერთი და იგივეს მგონი, მარა მაინც. იდეალური ვარიანტია აიი უბრალოდ ზედგამოჭრილი, მაგრამ.... 31 წლის+ტრავმიანი. ორი 30 წელს გადაცილებული ტრავმისკენ მიდრეკილი ჩამშლელით შორს ვერ გავფრინდებით, მაქსიმუმ 2 წელი და მერე ისევ თავიდან მოგვიწევს ძიება ამ პოზიციის კაცის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top