ბასტიან შვაინშტაიგერს ურჩევენ რომ სერიოზულად დაფიქრდეს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებაზე. ამ უკანასკნელს "ბაიერნთან" მხოლოდ 1-წლიანი კონტრაქტიღა აკავშირებს და ჭორები ინგლისში ტრანსფერზე მეტად აქტუალური გახდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ პეპ გუარდიოლა მის ადგილზე უფრო ხშირად ხაბი ალონსოს იყენებს და გერმანელს სათამაშო დრო უმცირდება.
ბავარიელების ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ბასტიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს "წითელ ეშმაკებში" გადაბარგებაზე. "შვაინშტაიგერს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც მას მისივე ძალის ხარჯზე ათამაშებს და ვან გაალი სწორედ ამას იზამს. მანჩესტერიდან შემოთავაზება არსებობს. ვფიქრობ ის სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ამ ტრანსფერზე." - აცხადებს მათეუსი Bild-თან ინტერვიუში.