"ვალენსიას" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ნიკოლას ოტამენდის ტრანსფერის თაობაზე არავითარი შეთავაზება არ მიუღია.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" 27-წლის მცველთან პირადი კონტრაქტის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ვალენსიას" ოფიციალურმა წარმომადგენელმა Skysports-ს განუცხადა, რომ მათ ნიკოლას ოტამენდის თაობაზე არავითარი შეთავაზება არ მიუღიათ და ფეხბურთელს მხოლოდ 50 მლნ. ევრო სანაცვლოდ განშორდებიან, რაც კონტრაქტში მის გამოსასყიდ ფუნქტში წერია.
კლუბის წარმომადგენელმა იქვე აღნიშნა, რომ "ღამურები" "იუნაიტედისგან" არავითარ სხვა გარიგებას არ მიიღებენ, რაც თითქოს ოტამენდის სანაცვლოდ რობინ ვან პერსის გაშვებას გულისხმობდა.