ფეხბურთი უმაღლეს დონეზე შანსების გამოყენებით ფასდება და "მანჩესტერ იუნაიტედში" არავის აქვს დარტყმების რეალიზაციის ისეთი მაჩვენებელი, როგორიც ესპანელ ხუან მატას.
ნახევარმცველმა 2014/15 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის ჩამორჩა.
რა თქმა უნდა, მატას სეზონის საუკეთესო მომენტი "ენფილდზე" შედგა, სადაც ხუანმა შესანიშნავად აიღო სიმონ მინოლეს კარი მეორე გოლის დროს, ეს გოლი კი მოგვიანებით "იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა.
მატას შედეგი არ გაგაკვირვებთ, მაგრამ ნამდვილი სიურპრიზია კრის სმოლინგის შედეგი, რომელიც თავისი მომენტების მესამედს იყენებს და 12 დარტყმიდან 4 გოლი გაიტანა. მესამე ადგილზე იმყოფება მაიკლ კერიკი, რომელმაც მეტოქის კარის მიმართულებით მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა და ერთი გოლი გაიტანა.
ანდერ ერერას იგივე პროცენტული მაჩვენებელი აქვს, თუმცა მან 24-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და 6 გოლი გაიტანა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი კი მეხუთე ადგილზე გავიდა 52 დარტყმიდან 12 გატანილი გოლით.