მაიკლ კერიკი კლუბის საუკეთესო მეპასეა.
მაიკლ კერიკი კლუბს ნამდვილად აკლდა, როცა ტრავმა მიიღო და ეს კარგად ჩანს სტატისტიკიდან, რომელიც ამ ფოტოზეა მოცემული:
ვიცე-კაპიტანი კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელისა და ლუი ვან გაალის ტაქტიკაში მთავარი მოქმედი ფიგურის როლის მორგებას კვლავ აგრძელებს. ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ Opta-ს მიერ პრემიერ ლიგის 2014/15 წლების სეზონის მაჩვენებლებით მაიკლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ყველაზე მეტ ზუსტ გადაცემას აკეთებს.
კერიკი თავისი პასების თითქმის 90%-ს ზუსტად აკეთებდა, რითაც სხვა თანაგუნდელებთან ერთად დაცვის მარჯვენა ფლანგზე მოქმედ ანტონიო ვალენსიას, ესპანურ წყვილსა და ცენტრალურ მცველ კრის სმოლინგს აჯობა.
რაც შეეხება გაკეთებულ პასებს, ვალენსიას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (1 675), მეორე ადგილზე კი უეინ რუნი იმყოფება. მაიკლ კერიკი ამ მხრივ მხოლოდ მეათე ადგილს იკავებს, თუმცა ეს გასაგებია, რადგან ტრავმების გამო მან მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა.
თუმცა მისი მნიშვნელოვანება ხაზგასმულია სტატისტიკით, რომელიც ამტკიცებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში კერიკის ყოფნის დროს "იუნაიტედმა" თავისი მატჩების 72% მოიგო, ერთადერთი მარცხი კი იანვარში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ განიცადა.
წყარო:
manutd.com