ლონდონის "ჩელსიმ" "მონაკოსთან" რადამელ ფალკაოს თაობაზე 1-წლიან საიჯარო შეთანხმებას მიაღწია.
გასული სეზონი კოლუმბიელმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა ასევე იჯარის წესით, მაგრამ ლუი ვან გაალმა მისი დატოვება 26 მატჩში გატანილი 4 გოლის შემდეგ არ ისურვა.
29-წლის ფორვარდს პრემიერ ლიგის დატოვება არ სურდა და საწადელს მიაღწია. მომდევნო სეზონში ის ჟოზე მოურინიოს გუნდში ითამაშებს, სადაც მას დიდიე დროგბას შემცვლელად მოიაზრებენ.