თბილისი:
მანჩესტერი:
17-06-2015, 10:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 7
ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა
ამბავი ადამიანის შესახებ, რომელმაც "იუნაიტედი" მრავალჯერ იხსნა განადგურებისგან, შემდეგ კი წარმატებამდე მიიყვანა.
ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც
ჯეიმს გიბსონის შესახებ არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი. მანჩესტერელმა ბიზნესმენმა და სპორტის დიდმა მოყვარულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1931 წელს, როცა "იუნაიტედი" ღრმა სასოწარკვეთილებაში იმყოფებოდა და გაქრობის ზღვარზე იმყოფებოდა, ჯეიმს გიბსონმა კლუბს ახალი სული შთაბერა.

ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა "იუნაიტედზე" მიკერძოებული, როგორ უშველა გუნდს და ჩაყარა საფუძველი ჩვენი საყვარელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალში ერთმა კაცმა.

ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა


წინარეისტორია

სამი შვილიდან ყველაზე უფროსი ჯეიმს გიბსონი 1877 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. როცა ის და მისი ოჯახის წევრი სხვა ბავშვები პატარები იყვნენ, მშობლები გარდაეცვალათ, მათი აღზრდა კი მამის ხაზით ბებიამ - მერი გიბსონმა ითავა. მშობლების გარდაცვალებიდან მალე გარდაიცვალა ჯეიმსის და, ფლორენსი. მხოლოდ ის და მისი ძმა შემორჩნენ გვარის გასაგრძელებლად. გვარის, რომელიც ხანგრძლივ საომარ ისტორიას ითვლიდა, მათ შორის ვატერლოოსა და ყირიმის ომებს. ჯეიმსის სამომავლო საქმიანობაც არმიას უკავშირდებოდა.

გიბსონი წარმატებული ბიზნესმენი იყო და საბაზრო ცვლილებებს ყოველთვის წინასწარ გრძნობდა. თავისი ბიზნესი სამხედრო უნიფორმის მწარმოებელი ფაბრიკის დაარსებით დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მან სატრანსპორტო მუშათა უნიფორმების წარმოებას მიჰყო ხელი. მოცემულ საქმიანობაში მიღწეულმა წარმატებებმა ბიზნესის განვითარების საშუალება ბრიგსთან და ჯონსთან გაერთიანებით მიიღო. ერთად შექმნეს კომპანია "ბრიგსი, ჯონსი და გიბსონი".

ჯეიმსი ოჯახში ბედნიერი იყო. ცოლად ელი ლილიან ვორდი შეირთო 1902 წლის 23 იანვარს ჩორლტონში, მანჩესტერში. ბევრი შვილი ჰყავდათ, მაგრამ მათი უმრავლესობა მცირე ასაკში მოკვდა. ერთ-ერთი გადარჩენილი შვილი ჯეიმს ალანი მოგვიანებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში "იუნაიტედის" მმართველობაში ხელმძღვანელის მოადგილისა და ვიცე-პრეზიდენტის რანგში შედიოდა. ლილიანსაც ასევე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა კავშირი კლუბთან და ჯეიმს გიბსონის გარდაცვალების შემდეგ თავისი 90 წლის ასაკამდე მკაცრ დიასახლისად ითვლებოდა. ამასთან ერთად, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩებს ყოველთვის ესწრებოდა.

ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა


ფინანსური კრახი

ბატონი დევისის (ის, ვინც კლუბში სენბერნარმა მოიყვანა) სიკვიდილის შემდეგ 1972 წელს "იუნაიტედი" კვლავ მოიცვა ფინანსურმა სირთულემ. თუმცა, ამჯერად ეს მსოფლიო კრიზისის გამო ხდებოდა თავისი მაღალი ინფლაციითა და 1929 წელს უოლ სტრიტის დაშლით. კლუბის საქმეები არცთუ კარგად მიდიოდა, 1931 წლის დეკემბერში კი ძალიან ცუდადაც. გუნდს ვალები ჰქონდა, ბანკებმა კრედიტის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს, საქმე სრულ გაქრობამდე მიდიოდა. მხოლოდ სასწაული თუ დაეხმარებოდა "იუნაიტედს" შობამდე გაძლებაში.

სწორედ ასეთ რთულ პერიოდში ხდებიან მამაცები გმირები. ისეთი სიტუაცია იყო, რომ კლუბს სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც ამ რთულ ფინანსურ დროს დიდი ავანტიურა შეეძლო. არავის სურდა ფულის ჩადება საფეხბურთო გუნდში, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში მყოფში. არავის, გარდა ჯეიმს გიბსონისა.

19 დეკემბერი - თარიღი, რომელიც "იუნაიტედის" თითოეულმა ქომაგმა უნდა დაიმახსოვროს. ამ დღეს კლუბის მდივანი უოლტერ კრიკმერი ჯეიმს გიბსონს თავისივე სახლში ეწვია, რომელიც ჰეილ ბარნსზე მდებარეობს და სახელად "ალანორი" ჰქვია, რათა არსებული ფინანსური მდგომარეობა ეცნობებინა. ხანმოკლე საუბრის შემდეგ კრინკმერმა "ალანორი" 2000 ფუნტიანი ჩეკით დატოვა. ეს იყო საჩუქარი მისტერ გიბსონისგან, რომელიც თითოეული ფეხბურთელისა და კლუბის პერსონალის წინაშე 1932 წლის იანვრამდე სახელფასო ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე უნდა წასულიყო, დარჩენილი ფულით კი თითოეული მათგანი დამატებით ჯილდოს მიიღებდა. თუმცა კრინკმერი წავიდა არა მარტო ქვითართან ერთად, არამედ პირობაც მიიღო, რომ გიბსონი მომავალშიც დაუჭერდა მხარს კლუბს და გამორჩეულ საშინაო მატჩებსაც დაესწრებოდა. ასეთი დღეების გამოკლებით კი ჯეიმსმა საკუთარ თავზე კლუბის მყარი საფუძვლის ჩამოყალიბების ვალდებულება აიღო. იმ დროს ქალაქში "სიტი" მთავრობდა და მისი სიტყვები, რომ "ქალაქი არსებობისთვის ორ გუნდსაც ეყოფოდა", "იუნაიტედის" ქომაგებს სიმღერად ჩაესმათ. ახლა ეს უნდა გამართლებულიყო. საკითხი მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ შემოეტრიალებინათ სავალალო სიტუცია როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. გაზეთებში კარიკატურებიც კი გაჩნდა, რომელშიც ჯეიმს გიბსონი პრინცად გამოსახეს, რომელიც მძინარე მზეთუნახავს აღვიძებს. კარიკატურა ცნობილი გახდა სახელწოდებით "გიბსონის დაპირება".

ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა


გიბსონი გულშემატკივართან ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო, სწორედ მათზე აგებდა ძირითად იმედებს 1932 წელს. მან სეზონური აბონიმენტების გამოცემის წინადადება წამოაყენა, რათა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელი რესურსი დაუყოვნებლივ მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ იდეას საჭირო მხარდაჭერა არ მოჰყვა, გიბსონი ერთ-ერთი ქომაგის ჟესტმა მოხიბლა, რომელსაც მატჩებზე სიარული არ შეეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად ჩათვალა, რომ ამ აბონიმენტში მისი შენატანი უფლებას მისცემდა თავი ამაყ მანკუნიანელად ეგრძნო. გიბსონი მიხვდა, რას ნიშნავდა გულშემატკივართათვის კლუბის მხარდაჭერა. ამის შემდეგ კლუბში უფრო მეტი ფული ჩადო, მაგრამ ერთი პირობით: "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი ხელმძღვანელი და პრეზიდენტი გახდებოდა.

შოტლანდიელი მწვრთნელები

მიუხედავად სტაბილურობისა, რომელიც მმართველობაში გაჩნდა, მოედანზე "იუნაიტედი" კვლავ ცოდვილობდა. ერთ მომენტში კლუბი საერთოდ მწვრთნელის გარეშეც დარჩა. ამის გამო შემადგენლობის შერჩევა თავად მფლობელს მოუხდა. იმ ადამიანთა აზრს დაეფუძნა, რომელთათვის კლუბი სულერთი არ იყო - გულშემატკივრების. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და 1932 წლის დეკემბერში გიბსონმა შოტლანდიელი მწვრთნელის დანიშვნით პრეცენდენტი შექმნა - გუნდი სკოტ დანკანმა ჩაიბარა.

1933 წელი დადგა, მაგრამ გუნდის შედეგები კვლავ იმედგამაცრუებელი იყო. 1933/34 წლების სეზონში "იუნაიტედი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდნის ზღვარზეც კი იყო, რაც პირველად მოხდებოდა ისტორიაში. ბოლო ტურში საჭირო იყო "მილუოლის" დამარცხება და სხვა შედეგებისთვის ლოდინი. გამარჯვება მოპოვებულ იქნა და ყველაფერი ისე წარიმართა, რომ "იუნაიტედმა" ადგილი შეინარჩუნა, დაბალ ლიგაში კი სწორედ "მილუოლი" გაემგზავრა.

რკინიგზა

"იუნაიტედის" ქომაგები გუნდისადმი უდიდეს რწმენას ისევ ავლენდნენ მიუხედავად სირთულეებისა, რომელსაც მოედანზე მისვლისას აწყდებოდნენ. ბევრ მათგანს დიდი მანძილის გავლა ფეხით უწევდა, რადგან სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული იყო. ჯეიმს გიბსონმა პრობლემის გადასაჭრელად კვლავ თავისი ჯადოსნური ხელი მომართა და რკინიგზის სამმართველოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა სტადიონის მიდამოებში პლატფორმის აშენების შესახებ, სადაც მატარებლებს მატჩის დღეს გაჩერება დაევალებოდათ. ახლა "ოლდ ტრაფორდზე" მისასვლელი გზა ქომაგთათვის უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. მომდევნო სეზონებში სტადიონის ტევადობა გაიზარდა, ხოლო თავად პლატფორმა მატჩების წინ შეხვედრის მთავარ ადგილად იქცა. სხვათაშორის, ის ახლაც იმავე მიზნით გამოიყენება. 2001 წელს კი ტრაფორდის საქალაქო საბჭომ ხიდზე, რომელიც რკინიგზის მაღლა გადიოდა, ჯეიმს გიბსონის საპატივცემულოდ მემორიალური დაფა გახსნა.

ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა


ახალგაზრდული აკადემია (MUJACs)

1937 წელს სტადიონის ტერიტორიის იპოთეკამ 25 ათასი ფუნტი შეადგინა, ახალი ფეხბურთელებისთვის ფული თითქმის აღარ დარჩა. ჯეიმს უილსონი კლუბში ფულის ჩადებას აგრძელებდა და ტრანსფერებისთვის საკუთარი ჯიბიდან იხდიდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. საჭირო იყო ახალი ნიჭიერი მოთამაშეების მოზიდვა დიდი თანხების გარეშე. ნოვატორმა გიბსონმა კვლავ შესთავაზა კლუბს შესაძლოა, კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი სიახლე. მანჩესტერში მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და მათი გუნდში მოზიდვა იყო საჭირო. 1936/37 წლების სეზონში უოლტერ კრიკმერთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული აკადემია ჩამოყალიბდა. ის გახდა ახალგაზრდების განვითარების ფუძე და დროის მსვლელობასთან ერთად კლუბს არა ერთი ვარსკვლავი აჩუქა, რომელთაც წითელი მაისური მოირგეს. აკადემიის ბიჭებს სათამაშო ადგილი რომ ჰქონოდათ, გიბსონმა "ოლდ ბრონტ რეინჯერსის" რაგბის მოედანი დაიგირავა, რაც მოგვიანებით The Cliff-ის სახელწოდებით გახდა ცნობილი.

დაბომბვა

"იუნაიტედის" საქმეები გაცილებით უკეთ წარიმართა, მაგრამ მოვიდა მეორე მსოფლიო ომი. 1941 წლის მარტში მანჩესტერი ნაცისტებმა დაბომბეს, რის შედეგად "ოლდ ტრაფორდი" დაზარალდა. 10-წლიანი ინვესტირების შემდეგ გიბსონი სტადიონის დანგრევას წააწყდა. ამას ყველა ვერ გადაიტანდა, მაგრამ ჯეიმს გიბსონი უდრეკი იყო. პირველი, რაც მან გააკეთა - იპოვა მოედანი, სადაც მისი გუნდი თამაშს შეძლებდა, რადგან დანგრეული სტადიონი იქ მყოფი ფეხბურთელებისა და მაყურებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. "სიტისთან" მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა და "მეინ როუდი" რამდენიმე წლით "იუნაიტედის" საშინაო სტადიონი გახდა.

სანამ ომი მიმდინარეობდა, გიბსონი არნახულ დროს ხარჯავდა იმისთვის, რომ მთავრობისთვის "ოლდ ტრაფორდის" აღსადგენად გრანტი გამოერთმია. დიდი მცდელობის შემდეგ ეს მაინც მოახერხა. 1944 წლის ნოემბერში დაზიანებული ტრიბუნის დანგრევის ლიცენზია მიიღო.

საერთო ჯამში, ფაშისტებისგან ინგლისის 10 კლუბი დაზარალდა. ჯეიმს გიბსონი სტოკ-ონ-ტრენდის პარლამენტის წევრ ელ სმიტთან ერთად მთავრობასთან მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ამ კლუბებს დახმარება აღმოჩენოდათ. ეს ლობირება უშედეგოდ არ ჩავლილა და პალატაში ომის დროს დაზარალებული კლუბების დახმარების თემა წარმოიშვა. საბოლოოდ, 1948 წლის მარტში გამოყოფილი იქნა გრანტი მიწების აღდგენისთვის და გიბსონმა "ოლდ ტრაფორდის" ხელახლა აშენებას მიჰყო ხელი.

ბოლო წარმატება

ომის ბოლოს გიბსონმა კვლავ წარმოაჩინა თავისი პრინციპულობა. მან რაღაც აღმოაჩინა ახალგაზრდა ადამიანში, რომელიც ადრე "იუნაიტედის" ორი ძირითადი მოწინააღმდეგის რიგებში ასპარეზობდა. "ლივერპულისა" და "სიტის" ყოფილ ფეხბურთელ მეტ ბასბის სამწვრთნელო საქმიანობა ჯერ არ ჰქონდა შეთავსებული, მაგრამ გიბსონი კარგად ერკვეოდა ადამიანებში და მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე მოიწვია. გუნდი თანდათან უმატებდა, ძლიერდებოდა ომიდან დაბრუნებული მოთამაშეებით და იზიდავდა ახალგაზრდებს აკადემიიდან. საფეხბურთო ლიგის განახლების შემდეგ ორი წლის განმავლობაში "იუნაიტედი" ორივეჯერ მეორე ადგილზე გავიდა. 1948 წელს კი "უემბლისკენ" გაიკვლია გზა, რათა ინგლისის თასის ფინალში "ბლექპულის" წინააღმდეგ ეთამაშა.

ფინალამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ჯეიმს გიბსონმა ინსულტი გადაიტანა, ამიტომ ლონდონში გამგზავრება ვერ შეძლო, რათა თავისი შეგირდების გამარჯვება ეხილა ანგარიშით 4-2. მაგრამ აღნიშვნა არ უნდა გამოეტოვებინა, ამიტომ მოთამაშეებმა მანჩესტერში განმეორებითი საზეიმო აღლუმი გამართეს, რათა ეს თასი დიდებული ფილანტროპისთვის გადაეცათ, რომელმაც გუნდისა და ქომაგისთვის ამდენი რამ გააკეთა.

ორი წლის შემდეგ, 1951/52 წლების სეზონში, "იუნაიტედმა" როგორც იქნა მოახდინა თავისი პოტენციალის რეალიზება და ინგლისის ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ, ჯეიმს გიბსონს კვლავ არ ერგო თავს ზემოთ თასის აწევა. რამდენიმე დაძაბული წლის შემდეგ 1951 წელს მან კიდევ ერთი ინსულტი გადაიტანა, რომელიც სავალალო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, "ოლდ ტრაფორდზე" მისი სული კვლავ ცოცხლობს - გიბსონის სამახსოვროდ ლილიანმა კლუბს ქმრის პორტრეტი აჩუქა, რომელიც სხდომის დარბაზში დაკიდეს. "იუნაიტედის" მომდევნო ხელმძღვანელმა, ჰაროლდ ჰარდმანმა ისე მიიღო, როგორც კლუბში გადაწყვეტილების მიმღები ახალი პირების წაქეზების წყარო. ასე დასრულდა დიდებული ადამიანის მმართველობის ეპოქა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა - ეს ადამიანი ჯეიმს გიბსონი იყო.

ჯეიმს გიბსონი - ადამიანი, რომელმაც "იუნაიტედის" მომავალი შექმნა
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 ივნისი 2015 10:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ "იუნაიტედის" ისტორიაში ცალკეულ ადამიანებს ძალიან დიდი როლი ეკისრებოდათ და ისინი ამას თავს წარმატებით აღთმევდნენ. ეს ერთი პატარა ნაწილია ისტორიიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვებზე არანაკლებ ამაღელვებელი. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანის სახელი ბევრს პირველად ესმის, ზოგს უბრალოდ გაკვრით აქვს გაგონილი, რადგან იშვიათად თუ ვაწყდებით მის შესახებ ცნობებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 ივნისი 2015 10:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ პირველ რიგში გილოცავ მე-3000 სიახლეს love

მერე კიდევ უბრალოდ სიტყვები კაცი ვერ აღწერს ამხელა სიდიადე გუნდის ისტყორიას, ამდენი რამე გადატანილი გუნდია და ჯერ კიდევ მედგრად დგას და აზანზარებს მსოფლიოს ნუ ცდილობს მაინც ეხლა წაუზანზაროს wink
0
№3
ავტორი: Mufc7
17 ივნისი 2015 11:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა "იუნაიტედზე" მიკერძოებული, როგორ უშველა გუნდს და ჩაყარა საფუძველი ჩვენი საყვარელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალში ერთმა კაცმა.
love
უპირველესად, მადლობა RojoDiablo, სიამაყის გრძნობით რომ გვავსებ ასეთი სტატიების ჩვენამდე მოტანით.
რამდენი საამაყო ადამიანის სახელი დგას იმ კლუბის უკან, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ადგილი უკავია, ვერცერთი სიტყვა რომ ვერ აღწერს სრულად. ყოველი ასეთი ისტორიის მოსმენის შემდეგ- პირველად გაგონილის თუ გაცნობილის მანამდე, ვხდები იმაზე ბეეეევრად ამაყი, ვიდრე ვიყავი გუშინ და არ ვიცი, სულ უფრო მიჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მაინცდამაინც ''მანჩესტერ იუნაიტედი''. ის ''იუნაიტედი'' , ჩემი ცხოვრების მეგზური რომაა უკვე მერამდენე წელია და იქნება იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ვიქნები მე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
17 ივნისი 2015 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდის ძლივს აღდგენის და ფეხზე დადგომის შემდეგ მიუნხენის ტრაგედია. რამდენი რამ გამოიარა ამ კლუბმა ისე და დღემდე ესე მოვიდა

მერე გამოვა ვიღაც და დაზეპირებული ფრაზებით დაიწყებს საუბარს ამ გუნდის ისტორიაზე. რამდენი გუნდი დაიშალა და საერთოდ გადაავიწყდა ყველას მსგავსი პრობლემების შემდეგ
0
№5
ავტორი: Count Alucard
17 ივნისი 2015 15:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მადლობა დუმბო ამ სტატიისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი ამ კაცის შესახებ, გაგონილიც არ მქონდა.
0
№6
ავტორი: Blind
17 ივნისი 2015 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ცოცხალი ,რომ ყოფილიყო გიბსონი ,ალბათ, მესამე ინსულტს გადაიტანდა კატასტროფას რომ შესწრებოდა :/

დასაფასებელია ეს ადამიანი და ვფიქრობ , ყველა მანჩესტერის გულშემატკივარმა უნდა იცოდეს მის შესახებ
0
№7
ავტორი: temo-scholes
18 ივნისი 2015 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
Giush magari kaci xar brat...!<3 ai swored aseti statiebi unda waikitxon imatma vinc daiwyeben uazro tvinis burgvas ratom iunaitedio...?:@ imitom rom yvelazee diadii da yvelaze didi istoriis matarebeli gundiaa!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top