მადრიდის "რეალს" იმედი აქვს, რომ "ტოტენჰემში" იკერ კასილიასის გაყიდვა დავიდ დე ხეას შეძენაში დაეხმარება.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ სამეფო კლუბს ზაფხულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად 24-წლის დავიდ დე ხეას გადაბირება აქვს დასახული, რომელიც "იუნაიტედთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს.
ითვლება, რომ ესპანელის წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელად "წითელი ეშმაკები" უგო ლორისს მოიაზრებენ, რომელიც ამჟამად "ტოტენჰემის" რიგებში ასპარეზობს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილს გამოთქვამს.
"დეზები" შიშობენ, რომ ფრანგი მათ რიგებს მართლაც დატოვებს, რის შემდეგაც ტოპ-კლასის მქონე მეკარის გარეშე დარჩებიან, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას "რეალი" მათთვის 32-წლის მეკარის მიყიდვით აპირებს. ამ ნაბიჯით "გალაქტიკოსს" დავიდ დე ხეას შეძენის უფრო მეტი შანსი ეძლევა.
შეთანხმებას მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ "დეზების" პრეზიდენტ დანიელ ლევის ლორისთან განშორება არ სურს და მან გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე დაარწმუნა, რომ ფრანგი "უაით ჰარტ ლეინს" არ დატოვებს.