ლუიშ ნანის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიაში დაბრუნდებოდა, თუმცა თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი მომავალი არ გარკვეულა.
პრესის თანახმად, ვინგერით "ბენფიკა" ინტერესდება და მზად არის პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი ლისაბონის "სპორტინგში" იჯარის წესით გაატარა, თავის რიგებში გადაიბიროს.
თუმცა, ნანი მსგავს ინფორმაციას უარყოფს და არც გადასვლის სურვილს გამოთქვამს: "არა, "ბენფიკაში" შესაძლო გადასვლაზე არ ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკიც კი არ მინდა.
ჩემი ყურადღება ახლა მხოლოდ პორტუგალიის ნაკრებზე, ჩვენს მომავალ თამაშზე და შემდგომ არდადეგებზეა კონცენტრირებული", - განაცხადა ლუიშ ნანიმ.