შეგახსენებთ , რომ 26 დეკემბერს „ემიუმ“ „ნიკასლი“ 4:3 ანგარიშით დაამარცხა და მეორე გაშვებული გოლი მსაჯების შეცდომის გამო ჩაითვალა. ამის შემდეგ სერ ალექსი მეორე ტაიმის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა ლაინსმენზე და ასევე მეოთხე მსაჯზე მაგრამ ამის შემდეგ ფერგიუსონი FA-ს მიერ არ დაისაჯა.
„მე ვფიქრობ რომ, მაიკ დინი და მისი კოლეგები დიდ ზეწოლას განიცდიდნენ ფერგიუსონისგან. ისინი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას მაგრამ ფერგიუსონი აგრძელებდა ზეწოლას მატჩის დასასრულამდე.
ამ სეზონის დასაწყისში მეც იგივე რამ გავაკეთე და დავისაჯე ამისთვის. მე ჩემ დანაშაულს მივხვდი და სასჯელი მივიღე. ფერგიუსონი დასჯის ღირსი იყო მაგრამ FA-მ იგი არ დასაჯა.“ - დაასრულა პარდიუმ.