"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ფილ ჯონსი "ოლდ ტრაფორდზე" ახალ კონტრაქტს ჯერ-ჯერობით ვერ მიიღებს.
23-წლის მცველს მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და იმედი აქვს, რომ კრის სმოლინგის შემდეგ, რომელმაც 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს, ჯონსიც დაჯილდოვდებოდა ახალი შეთავაზებით.
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ ფილსა და კრისს დაცვის ცენტრალური ხაზის ფორმირება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის გვერდით გამოცდილი მცველი სჭირდებათ.
ასეთ კანდიდატად კი ჰოლანდიელი მატს ჰუმელსთან ერთად ნიკოლას ოტამენდის მიიჩნევს, თუმცა მათი ან ერთ-ერთი მათგანის მოსვლის შემთხვევაში ინგლისელი მცველის სათამაშო პრაქტიკა კიდევ უფრო მოიკლებს, ამიტომ "იუნაიტედი" ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს ფილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯონსმა ორშაბათს ინგლისის ნაკრებში მე-17 მატჩი ჩაატარა, თუმცა ტრავმა მიიღო და შეხვედრა 46-ე წუთზე დატოვა.