უეინ რუნიმ სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მიწურულს გაიტანა გოლი, რითაც ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
ინგლისის ნაკრების კაპიტანს პირველი ტაიმშიც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა სლოვენიელთა მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა მისი დარტყმული მოიგერია. იგივე ვერ მოახერხა 86-ე წუთზე, როცა რუნიმ შესანიშნავი მოქმედებით აიღო სლოვენიელთა კარი.
იმავე შეხვედრაში ფილ ჯონსმა 46 წუთი დაყო მოედანზე, შემდეგ კი ადამ ლალანა შევიდა მის ნაცვლად, ხოლო კრის სმოლინგმა მატჩი სრულად ჩაატარა.
რუნიმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ნაკრების რიგებში სულ 48 გოლი აქვს, რაც გარი ლინეკერის შედეგს უტოლდება და ბობი ჩარლტონის რეკორდს მხოლოდ ერთით ჩამორჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ დე ხეამ ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.