რობინ ვან პერსის მომავალი ბურუსით არის მოცული, რადგან გავრცელებული ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში 31-წლის ფორვარდს დაემშვიდობოს. რობინი, რომელმაც მანჩესტერული კარიერა 30-გოლიანი სეზონით გახსნა, საუკეთესო თამაშს უკვე ვეღარ აჩვენებს და მეტიც, საკმაოდ უარყოფით შეფასებებს იღებს ექსპერტებისგან. ჰოლანდიელს "იუნაიტედთან" ერთ-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, სწორედ ამის გამო ვან პერსი თავს მშვიდად გრძნობს და არაფერზე ნერვიულობს:
"ვნერვიულობ თუ არა? რა თქმა უნდა, არა. კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს, ამიტომ ამის საფუძველი არ არსებობს.
შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, თუმცა ეს უკვე "მანჩესტერ იუნაიტედზეა" დამოკიდებული და არა ჩემზე. მენდეთ, ძალიან მშვიდად ვარ და არ ვაპირებ თოჯინების თეატრში მონაწილეობის მიღებას.
აგვისტოში 32 წელი შემისრულდება, თუმცა კიდევ 8 წელს ვაპირებ თამაშს. რამდენიმე წელში მომიწევს იმ ფაქტთან შეგუება, რომ მე ვეღარ ვაჩვენებ უმაღლეს კლასს, თუმცა ჯერ ეს დრო არ დამდგარა. ჯერ კიდევ ვგრძნობ, რომ შემიძლია საუკეთესო ფორმის დაბრუნება.
ჩემთვის მთავარია რეგულარულად ვითამაშო, 36-37 წლის ასაკში უკვე ჩამოქვეითებაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ არა ახლა.
"იუნაიტედში" მე ყოველთვის ვთამაშობ, როცა ფორმაში ვარ. ხალხი ჩემს ტრავმებზე საუბრობს, თუმცა ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ დავშავდი.
ძალიან ბევრი მოთამაშე მინახავს რომლებმაც ადრე დაასრულეს კარიერა, შემდეგ კი ნანობენ. ასეთი ფეხბურთელებს, როგორც ნაკრებიდან, ისე კლუბებიდან ბევრს ვიცნობ. ლეგენდებიც კი, რომლებმაც ბევრს მიაღწიეს, ისინიც კი ნანობენ. შეხედეთ პოლ სქოულზს. მან დაასრულა კარიერა, მაგრამ აგრძელებდა ვარჯიშს, რადგან მიხვდა, რომ აკლდა ფეხბურთი. მან იცოდა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო მაღალ დონეზე ეთამაშა."
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.