ლუის ვან გაალს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.
სეზონის დაწყებამდე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებამ აჩვენა, რომ გუნდის რეკონსტრუქციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. თუმცა ამასთან, "იუნაიტედის" არასტაბილური ასპარეზობა, მთავარ მწვრთნელს დიდ საფიქრალს უჩენს.
განლაგებაამ ზაფხულს, ჰოლანდიელ სპეციალისტს მიეცემა საშუალება სრული შემადგენლობით მოემზადოს ახალი სეზონისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება. ვან გაალი შეეცდება წინასასეზონო ტურნეზევე მოთამაშეებში სრულად დანერგოს საკუთარი ფილოსოფია და გააკეთოს ის, რაც გასულ წელს ვერ მოახერხა. 3-5-2-ისა და 4-4-2 (რომბი)-ს გამოყენების შემდეგ, ლუიმ გადაწყვიტა "იუნაიტედი" 4-3-3 სისტემით აეთამაშებინა, რამაც მას წარმატება და ლამაზი თამაში მოუტანა.
მიუხედავად "სიტის", "ტოტენჰემის" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებებისა, ვან გაალს გეგმა ბ-ს მოფიქრება მოუწევს, რადგან სუსტი მატას ფლანგზე თამაში შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ძლიერი ევროპული კლუბების წინააღმდეგ.
ადნან იანუზაი ადნან იანუზაის "ოლდ ტრაფორდზე" მძიმე დრო უდგას, მიუხედავად იმისა რომ მან სეზონის წინ პირადად რაიან გიგზისგან ლეგენდარული 11 ნომერი. ვან გაალმა უნდა გადაწყვიტოს შედის თუ არა ბელგიელი მის გეგმებში. მემფის დეპაის გუნდში მოსვლით ადნანის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ლუიმ იანუზაის ან მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს ან რომელიმე პრემიერ ლიგის გუნდში არენდით გაუშვას.
ანხელ დი მარიაარგენტინელის ასპარეზობა დადებით შეფასებებს ნამდვილად არ იმსახურებს. რამდენიმე საოცარი მატჩის შემდეგ ანხელი თითქოს ჩაქრა და რიგით ფეხბურთელად გადაიქცა, რომელსაც არ შესწევს ძალა თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს. ეს შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ სამხრეთ-ამერიკელს ხშირად უცვლიდნენ პოზიციას: სეზონის განმავლობაში მას ვინგერად, ცენტრალურ თავდამსხმელად, შემტევ ნახევარმცველად და გამთამაშებლად თამაშმა მოუწია.
ის რომ ანხელი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა თუკი "იუნაიტედს" სურს მაქსიმუმი მიიღოს დი მარიასგან, ვან გაალს მოუწევს გამოაფხიზლოს იგი და მოუძებნოს იდეალური პოზიცია მინდორზე.
დაცვაკრის სმოლინგმა სულ რამდენიმე დღის წინ, ინტერვიუში განაცხადა რომ ის და ფილ ჯონსი დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან "იუნაიტედის" ცენტრალურ მცველთა დუეტი, რომელიც მწვერვალებს დაიპყრობს, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ინგლისელი ბიჭები ვერასდროს მიაღწევენ რიო-ვიდას დონეს. დიახ, "იუნაიტედი" გასულ სეზონში ტრავმების გამო დაიჩაგრა, დიახ მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს ყველაზე მცირე რაოდენობის გაშვებული გოლებით ოთხეულში, მაგრამ მთავარი ფიგურა ხომ დავიდ დე ხეა იყო და არა მცველები.
ვან გაალმა უნდა გადაწყვიტოს, ენდობა ბრიტანულ დუეტს თუ სატრანსფერო ბაზარს მიმართავს მაღალი დონის მცველის შესაძენად. პრობლემაა დაცვის მარჯვენა ფლანგზეც, სადაც მუდამ ტრავმირებული რაფაელი და ვალენსია მოიაზრებიან მცველებად. როგორც იცით, ეკვადორელი მარჯვენა ვინგერია და არა მცველი, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, მან მთელი სეზონი დაცვაში გაატარა.
თავდასხმა"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში მხოლოდ 62 გოლის გატანა მოახერხა, რაც "ეშმაკებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო ოცწლეულში. ამასთან, არის კიდევ ერთი პრობლემა, გუნდის ბომბარდირი გახდა უეინ რუნი 14 გოლით. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რობინ ვან პერსიმ ამოწურა ის რესურსი, რაც მას ორი წლის წინ ჰქონდა, რაც შეეხება ფალკაოს, იგი საშინელი სეზონის შემდეგ "მონაკოში" დაბრუნდა.
ნათელია, რომ "ეშმაკებს" სჭირდებათ თავდამსხმელი "მკვლელის ინსტიქტით", რომელიც შეძლებს ერთი დარტყმით თამაშის შედეგის შეცვლას, როგორც ამას აგუერო და კოშტა აკეთებენ.