თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2015, 23:11
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1619,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" ლაზარეთში მატებაა
ტრავმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ფილ ჯონსმა, სანაკრებო მატჩების დროს ტრავმა მიიღო და მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.

23-წლის მცველი "სლოვენიასთან" შეხვედრაში, შესვენებაზევე შესაცვლელი გახდა და ამის მიზეზი კოჭის ტრავმაა.

ეს ტრავმა, ახალგაზრდა ინგლისელისთვის 23-ეა, მას შემდეგ რაც იგი 2011 წელს "ბლექბერნიდან" "იუნაიტედში" გადაბარგდა.

გასულ სეზონში, მას არაერთხელ მოუწია "წითლების" ლაზარეთში დროის გატარება, საერთო ჯამში კი 2014/15 წლებში მან 24 შეხვედრა ჩაატარა.

ტრავმის შესახებ ინფორმაცია, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე როი ჰოჯსონმა გაასაჯაროვა:

"ფილმა ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ შეცვცვალე. ბურთის მოგერიების დროს უილშირს ფეხზე დააბიჯა და სწორედ ამ მომენტში იგრძნო ტკივილი. მას სურდა თამაშის გაგრძელება, თუმცა არ გავრისკეთ."

მართალია ჯონსმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, თუმცა გულშემატკივარს თავი მაინც დაამახსოვრა, მაგრამ სამწუხაროდ უაყოფითი კუთხით. სწორედ ფილის ცუდად მოწოდებულ აუტს მოჰყვა კონტრ-შეტევა, რომელიც სლოვენიელმა შემტევმა გოლად აქცია.

ჰოჯსონს ამ ფაქტზეც ჰკითხეს, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა ასეთი პასუხი გასცა:

"მე ის არ გამიკრიტიკებია, საერთოდ ხშირად არ ვაკრიტიკებ ჩემს მოთამაშეებს ტექნიკური შეცდომების გამო. მისთვის არაფერი მითქვამს, ის თავადაც ხვდება დანაშაულს ჩემი სიტყვები არ არის საჭირო."
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ივნისი 2015 23:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმენა ამას ხო ბედი არ აქვს ვაბშე areyoukiddingme როგორ შეიძლება ყოველ მეორე თამაშის მერე ტრავმა ჰქონდეს. 23 ტრავმა მთლიან გუნდში არ აქვს ხოლმე ზოგჯერ derpwhy
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ივნისი 2015 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ბურთის მოგერიების დროს უილშირს ფეხზე დააბიჯა და სწორედ ამ მომენტში იგრძნო ტკივილი"- ჯოსმა დააბიჯა და კიდე თვითონ დაიტრამვა............................. fuckthatbitch
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 ივნისი 2015 23:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სმოლინგს რომ დაუჯერო, დაცვის ხაზის დუეტის შექმნა უნდათ. როგორ უნდა ენდო ასეთ მცველს, ან როგორ უნდა მოახდინო ფორმირება, როცა ასე ხშირად იღებ ტრავმას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
15 ივნისი 2015 23:37
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
ხოო ცუდად დააბიჯა და გადაუტრიალდა.
0
№5
ავტორი: AkkRed
16 ივნისი 2015 00:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პიტალო
0
№6
ავტორი: DiMaria
16 ივნისი 2015 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
facepalm როდის გეშველება შენ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top