გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ, ლუი ვან გაალს ჰარი კეინის შეძენა სთხოვა.
"მანჩესტერში" "ტოტენჰემის" ცენტრ ფორვარდს იდეალურ კანდიდატად თვლიან გუნდის კაპიტანთან შესაწყვილებლად. გუნდი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა ინგლისელის შესაძენად 40 მილიონი ფუნტი იქნება საკმარისი.
როგორც მოგეხსენებათ, კლუბი უკვე დატოვა არენდით მყოფმა რადამელ ფალკაომ. სავარუადოდ მის ბედს გაიზიარებს რობინ ვან პერსიც, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურს სათადარიგოს ფეხბურთელად ყოფნა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "იუნაიტედი" ვალდებული ხდება ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე მინიმუმ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინოს.
ვან გაალისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ინგლისელისადმი ინტერესს კიდევ ბევრი გრანდი გამოიჩენს, თუმცა ჰოლანდიელი თვლის, რომ კეინი სწორედ მის ტაქტიკაში ჩაჯდება იდეალურად.
რუნის რეკომენდაცია "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას კიდევ უფრო უმყარებს იმ აზრს, რომ ინგლისელი შემტევები შესანიშნავ დუეტს შექმნიან როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.
ტრანსფერის მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად თავად "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ითვლება, რომელთაც არ სურთ გუნდის ლიდერი "იუნაიტედში" გაუშვან.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.