2012 წლის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა , „მალაგას“ ნახევარმცველმა ისკომ , შესაზლოა კარიერა ინგლისში „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გააგრძელოს.
Caughtoffside.com-ის ცნობით , „წითელი ეშმაკები“ მზად არიან ესპანელისთვის დაახლოებით 25 მილიონი ევრო გამოყოს. „იუნაიტედის“ სკაუტები მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ ახალგაზრდას და აღსანიშნავია ისიც რომ სკაუტები გაოცებულნი დარჩნენ.
20 წლის ისკო ლიდერია ესპანეთის ლიგის მეოთხე ადგილოსან გუნდში. ჩემპიონთა ლიგაზე მან თავისი გუნდი ჯგუფიდან გაიყვანა, ამიტომ იგი გახდა განხილვის საკითხი სატრანსფერო ფანჯრისთვის.