ლუი ვან გაალს დაცვის ხაზის გაძლიერების უპირველეს კანდიდატად მატს ჰუმელსი მიაჩნდა და მის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიამ" ყოველგვარი შეთავაზების განხილვაზე უარი თქვა.
ამიტომ "იუნაიტედმა" ნომერ პირველ ალტერნატიულ ვარიანდატ 27-წლის ნიკოლას ოტამენდი დაისახა, რომელიც ამჟამად კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებთან ერთად ასპარეზობს.
ოტამენდის ამჟამინდელი კლუბი - "ვალენსია" - კი მხოლოდ 35 მლნ. ფუნტის რაოდენობის შეთავაზებებს განიხილავს.
ლუი ვან გაალი ამჟამად არდადეგებზე პორტუგალიაში იმყოფება და სატრანსფერო საქმეებს აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი აგვარებს, თუმცა როგორც ჩანს, ჰოლანდიელის დაბრუნებამდე ოტამენდის ბედი არ გადაწყდება.