29-წლის სერხიო რამოსს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის მიხედვით 2 წელი აკავშირებს, თუმცა ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
ესპანელ მცველს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, რის გამოც წელიწადში 10 მლნ. ფუნტის რაოდენობის ხელფასს ითხოვს, თუმცა მადრიდელები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
არსებული ვითარებით სარგებლობას კი "იუნაიტედი" შეეცდება, რომელსაც დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს.
ლუი ვან გაალი მზად არის რამოსში 20 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
სერხიოს აგენტმა და ძმამ რენემ განაცხადა: "ამჟამად კონტრაქტის მიხედვით ორი წელი აქვს დარჩენილი. კლუბის ზარს ველოდებით, მაგრამ მადრიდის "რეალს" ჩემთვის არ დაურეკავს.
ამჟამად არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. შესაძლოა, უკეთესიც კი იყოს, თუ კარიერას არა "რეალ მადრიდში", არამედ სხვა კლუბში დაასრულებს. ეს არასოდეს იცი.
ფეხბურთი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მომენტით უნდა ისიამოვნო".