"წითელმა ეშმაკებმა" სანაკრებო მატჩები ჩაატარეს.
კოპა ამერიკას გათამაშებაზე
ანხელ დი მარიამ თავისი თავი იპოვა, თუმცა მისმა არგენტინის ნაკრებმა მაინც ვერ მოახერხა მატჩის მოგება და პარაგვაისგან ბოლო წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაუშვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდულმა შენაძენმა შეხვედრაში 11-მეტრიანი გამოიმუშავა და მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა მოწინააღმდეგის დაცვას. დი მარიას მიერ გამომუშავებული პენალტი გოლად ლიონელ მესიმ აქცია, რითაც ანგარიში 2-0 გახადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად - მე-60 წუთზე ანგარიშში სხაობა ნელსონ ვალდესმა შეამცირა, 90-ეზე კი ლუკას ბარიოსმა ფრე 2-2 დააფიქსირა.
მარკოს როხო დაცვის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და შეტევაშიც ერთვებოდა, ერთი რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანის ცდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს ურუგვაისთან მატჩში მოუწევს.
ევროპის საკვალიფიკაციო მატჩში ჩრდ. ირლანდიასა და რუმინეთს შორის 0-0 დასრულდა, რითაც ირლანდიელებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვეს.
ჯონი ევანსმა დაცვის ცენტრალურ ხაზში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და პირველი ტაიმის მიწურულს საკუთარი ნაკრები გაშვებული გოლისგანაც იხსნა. სამწუხაროდ, 79-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კრეიგ კატკარდი შევიდა, რითაც
პედი მაკნეირს თამაშში ჩართვის შანსი არ მისცემია.
ამასთან ერთად, ბრაზილიის 21-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში სენეგალს დაუპირისპირდებიან. პორტუგალიასთან მატჩში კი
ანდრეას პერეირა შეხვედრის მეორე ნახევარში ჩაერთო და 120-წუთიანი უგოლო თამაშის შემდეგ პენალტების სერიაში თავი გამოიჩინა.
წყარო:
manutd.com