"იუნაიტედი" თავდამსხმელს აუცილებლად შეიძენს.
რადამელ ფალკაოს წასვლამ ლუი ვან გაალს გუნდში თავდამსხმელის მოყვანის აუცილებლობა გაუჩინა, ჰოლანდიელმა კი კანდიდატების სია უკვე შეადგინა.
"ოლდ ტრაფორდზე" იჯარის ვადით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში ფალკაომ ვერაფრით მოახერხა თავისი მაღალი ფასის შესაბამისი თამაშის ჩვენება, რის გამოც "იუნაიტედმა" მისი ტრანსფერი არ გამოისყიდა.
ამას ემატება ისიც, რომ რეგრესს განიცდის რობინ ვან პერსი და კარგ ფეხბურთს სტაბილურად ვერ აჩვენებს უეინ რუნი, რაც ავტომატურად ავალდებულებს ვან გაალს, ახალი ფორვარდი შეიძინოს.
შესაფერის კანდიდატად "ტოტენჰემის" ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი მიაჩნია, რომლის მიერ ჩატარებულმა სეზონმა ლუიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ მასში დიდძალი თანხის გადახდას აპირებს.
თუმცა, "ტოტენჰემმა" არაერთხელ იუარა კეინის თაობაზე გაკეთებული შეთავაზებები, რაც "იუნაიტედს" ალტერნატიული ვარიანტის განხილვას აიძულებს.
თუ ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირება "ოლდ ტრაფორდზე" არ მოხერხდება, მის ნაცვლად ვან გაალი პსჟ-დან ედინსონ კავანის შეძენას ეცდება.
წყარო:
fapl.ru