"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დაცვის ხაზში არსებული პრობლემები "ევერტონის" ფეხბურთელით გადაჭრას.
"კანფეტების" რიგებში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჯონ სტოუნსი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად ითვლება.
21-წლის მცველი, რომელსაც დაცვის ცენტრალურ და მარჯვენა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ამჟამად ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, რათა ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა.
სტოუნსმა "ევერტონის" რიგებში 2014/15 წლების სეზონში 29 მატჩის ჩატარება მოახერხა, ხოლო მანამდე ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ლივერპულურ კლუბს 2019 წლამდე უკავშირდება და ხელფასის სახით 30 ათას ფუნტს იღებს.